საქართველოს პრეზიდენტი მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიაზე დასასწრებად გაემგზავრება

© AP Photo / Daniel Lealჩარლზ მესამე დედოფლის დაკრძალვაზე
ჩარლზ მესამე დედოფლის დაკრძალვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2023
გამოწერა
გასული წლის სექტემბერში სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრო.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 5 მაისს სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა და ლონდონში მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება.
გასული წლის სექტემბერში სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრო.
რაც შეეხება მეფედ კურთხევის ცერემონიას, ის იქნება უფრო მოკლე, მცირერიცხოვანი, იაფი და უფრო წარმომადგენლობითი სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისა და კონფესიების კუთხით. როგორც სასახლის კარზე ამბობენ, ჩარლზი ამას მრავალი წლის განმავლობაში გეგმავდა. როგორც მოსალოდნელია, კორონაციაზე სტუმართა რაოდენობა 2.000 კაცამდე შეიზღუდება. გარდა ამისა, შესაძლოა ცერემონიაზე სამეფო ოჯახის ყველა წევრიც კი არ მიიწვიონ.
მეფე ჩარლზის კორონაცია საარსებო მინიმუმით ჩატარდება: ცნობილი გახდა დეტალები >>
მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ცერემონია 2 ივნისს ჩატარდებოდა, ანუ იმ დღეს, რა დღესაც ელისაბედ მეორემ დაიდგა თავზე გვირგვინი 1953 წელს.
70 წლის წინ ელისაბედ II-ის კორონაციაზე 1,57 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა, რაც დღეს 46 მლნ გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტურია.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
ყველა ახალი ამბავი
0