მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მეფე ჩარლზის კორონაცია საარსებო მინიმუმით ჩატარდება: ცნობილი გახდა დეტალები

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ახალი მეფე ჩარლზ III აპირებს, რომ მეფედ კურთხევის ცერემონია „საარსებო მინიმუმით“ ჩაატაროს, ანუ ისე, რომ გადასახადების გადამხდელებმა ის „ღირსეულ ფასეულობად“ აღიქვან, წერს გამოცემა Metro წყაროებზე დაყრდნობით.
ინსაიდერების თქმით, როგორც ჩანს, 73 წლის მონარქს სურს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ცერემონია მისი მეფობის მაჩვენებლად იქცეს, რაც ფინანსურად უფრო სიცოცხლისუნარიანი სამეფო ოჯახის შექმნას ითვალისწინებს. როგორც სასახლის კარზე ამბობენ, ჩარლზი ამას მრავალი წლის განმავლობაში გეგმავდა.

„ცერემონია იქნება უფრო მოკლე, მცირერიცხოვანი, იაფი და უფრო წარმომადგენლობითი სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისა და კონფესიების კუთხით“, — აცხადებს სამეფო ოჯახის წყარო.

როგორც მოსალოდნელია, კორონაციაზე სტუმართა რაოდენობა 2.000 კაცამდე შეიზღუდება. გარდა ამისა, შესაძლოა ცერემონიაზე სამეფო ოჯახის ყველა წევრიც კი არ მიიწვიონ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩარლზის ბიუჯეტური კორონაცია, სავარაუდოდ, 2023 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში გაიმართება. შესაძლოა ეს 2 ივნისს მოხდეს, ანუ იმ დღეს, რა დღესაც ელისაბედ მეორემ დაიდგა თავზე გვირგვინი 1953 წელს.
70 წლის წინ ელისაბედ II-ის კორონაციაზე 1,57 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა, რაც დღეს 46 მლნ გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტურია.
წყარო: Metro
ყველა ახალი ამბავი
0