საქართველოს პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნა: დასახელება შერჩეულია

© photo: Sputnik / Stringerრომან გოცირიძე
რომან გოცირიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2023
გამოწერა
ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ პოლიტიკური ჯგუფი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ შექმნეს.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ცნობილი გახდა პარლამენტის დეპუტატების რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის პოლიტიკური ჯგუფის დასახელება – „ევროოპტიმისტები“.
დეკანოიძემ და გოცირიძემ პოლიტიკური ჯგუფი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ შექმნეს.
პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.
სიახლის შესახებ რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მანამდე მან თავის ხელმომწერებს პოლიტიკური ჯგუფის სახელის შერჩევაში დახმარება სთხოვა.

„ევროოპტიმისტები” – ასე ჰქვია საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დღეს მე და ხატია დეკანოიძემ შევქმენით. დიდი მადლობა ყველას რჩევებისათვის. ბევრჯერ იყო ნახსენები “ევროპა” იმ კომენტარებში, რომელიც სახელის შერჩევასთან დაკავშირებით ჩემი თხოვნის პასუხად იყო გამოქვეყნებული, როგორც დროის სულისკვეთება. დავეყრდენით რა ამ ამოსავალ სიტყვას, შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ ჯგუფს დავარქვათ ეს სახელი“, – დაწერა რომან გოცირიძემ.

დეკანოიძის თქმით, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება.
ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები არიან. დეკანოიძემ „ნაცმოძრაობა“ მიმდინარე წლის 24 მარტს, ხოლო გოცირიძემ 17 თებერვალს დატოვა.
მანამდე დეკანოიძემ არ გამორიცხა საქართველოში ახალი პარტიის შექმნა. მან აღნიშნა, რომ მომავალ პარტნიორებს შორის ვერ ხედავს „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ ან მმართველ ძალა „ქართულ ოცნებას“.
საქართველოში შესაძლოა ახალი პარტია გაჩნდეს>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. ეს იქნება პირველი არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით. ამჟამად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ აქვთ, თუმცა ქვეყანაში დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც საქართველოში არსებული არცერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს.
ყველა ახალი ამბავი
0