https://sputnik-georgia.com/20230503/saqartvelosi-sesazloa-axali-partia-gacndes-277331967.html
საქართველოში შესაძლოა ახალი პარტია გაჩნდეს
საქართველოში შესაძლოა ახალი პარტია გაჩნდეს
Sputnik საქართველო
ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება აუცილებელია, განსაკუთრებით, არჩევნების წინ, აცხადებენ ქვეყანაში 03.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-03T23:38+0400
2023-05-03T23:38+0400
2023-05-03T23:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250444090_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_aa606ac6154ac51a2ed17a86af605eb3.jpg
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. არსებობს ინფორმაცია საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, რომლის გუნდსაც ჩამოაყალიბებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.ახალი პარტიის შექმნის შესახებ მარტის ბოლოს ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ისაუბრა. მისი ცნობით, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით.ჩარკვიანის მტკიცებით, მელიას გარდა, ახალ პარტიაში შესვლას აპირებს „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე.როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, როგორც წესი, ახალი პარტიები არჩევნების წინ იქმნება. მორიგი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2024 წელს გაიმართება.„საუბარია ნიკა მელიაზე, რომელსაც ჯერ პარტია არ დაუტოვებია, მაგრამ საუბარია, რომ ახალ გუნდს შექმნის. ვის მოიაზრებს გუნდში, არ ვიცი. საუბარია სხვა ცენტრების შექმნაზეც, მაგრამ ჯერ ეს დადასტურებული არ არის“, – განაცხადა სამნიძემ.ახალი პარტიის შექმნას, ასევე მასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.„ლანდშაფტი შეიძლება შეიცვალოს. ნიკა ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ამიტომ სამომავლო გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პარტნიორობას არ გამოვრიცხავ მათთან, ვინც მიმაჩნია მომავალი ბრძოლის ნაწილში. მნიშვნელოვანია, შევძლოთ ჩვენი ადგილის მონახვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.მისი თქმით, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ აქვს „თავისი ორბიტა“. არსებობს ასევე პატარა პარტიები, რომლებიც ჯერ შორს არიან დიდი მასშტაბებისგან, დასძინა მან.მმართველ პარტიაში კი, სადაც უკვე დიდი ხანია საუბრობენ „ნაცმოძრაობის“ დაშლაზე, განაცხადეს, რომ ყველას აქვს დამოუკიდებელი ორგანიზაციის შექმნის უფლება.„როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სრულდება და ადამიანები ფიქრობენ, გამოეყონ „ნაციონალურ მოძრაობას“, შექმნან დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ეს მათი უფლებაა, ხელს ვერავინ შეუშლის. ნაკლებად მადარდებს მელია, ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ განაყარ თუ გაყრილ ძალებში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა.ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა შეიძლება სასარგებლო იყოს ქართული პოლიტიკური სისტემისთვის.მმართველ პარტიაში დიდი ხანია, „ნაცმოძრაობის“ მოსალოდნელ დაშლაზე საუბრობენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა შიდაპარტიული არჩევნების შედეგად თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელია შეცვალა.„ნაცმოძრაობაში“ არჩევნები პარტიაში ორი ბანაკის წარმოქმნის შემდეგ დაინიშნა: ნიკა მელიას მხარდამჭერებისა და რადიკალი ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერების, რომელსაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი უჭერენ მხარს.ხაბეიშვილი „ნაცმოძრაობას“ 6 თებერვალს ჩაუდგა სათავეში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციურ პარტიას გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.ამასთან, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინარჩუნებს პოპულარობით მეორე ადგილზე მყოფი პარტიის სტატუსს, თუმცა ბევრად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250444090_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_b7d4951885d458e32e8171ee961ee8f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოში შესაძლოა ახალი პარტია გაჩნდეს
ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება აუცილებელია, განსაკუთრებით, არჩევნების წინ, აცხადებენ ქვეყანაში
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. არსებობს ინფორმაცია საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, რომლის გუნდსაც ჩამოაყალიბებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.
ახალი პარტიის შექმნის შესახებ მარტის ბოლოს ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ისაუბრა. მისი ცნობით, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით.
ჩარკვიანის მტკიცებით, მელიას გარდა, ახალ პარტიაში შესვლას აპირებს „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე.
„ახალი პარტიის შექმნის თაობაზე ინფორმაცია არსებობს, დადასტურებელი ინფორმაცია არ მაქვს, ვინ ქმნის, მაგრამ ეს ინფორმაცია არის პოლიტიკურ წრეებში და ამაში ახალი არაფერია“, - განაცხადა სამნიძემ.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, როგორც წესი, ახალი პარტიები არჩევნების წინ იქმნება. მორიგი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2024 წელს გაიმართება.
„საუბარია ნიკა მელიაზე, რომელსაც ჯერ პარტია არ დაუტოვებია, მაგრამ საუბარია, რომ ახალ გუნდს შექმნის. ვის მოიაზრებს გუნდში, არ ვიცი. საუბარია სხვა ცენტრების შექმნაზეც, მაგრამ ჯერ ეს დადასტურებული არ არის“, – განაცხადა სამნიძემ.
ახალი პარტიის შექმნას, ასევე მასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.
„ლანდშაფტი შეიძლება შეიცვალოს. ნიკა ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ამიტომ სამომავლო გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პარტნიორობას არ გამოვრიცხავ მათთან, ვინც მიმაჩნია მომავალი ბრძოლის ნაწილში. მნიშვნელოვანია, შევძლოთ ჩვენი ადგილის მონახვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ აქვს „თავისი ორბიტა“. არსებობს ასევე პატარა პარტიები, რომლებიც ჯერ შორს არიან დიდი მასშტაბებისგან, დასძინა მან.
„ამიტომ ლანდშაფტის გადალაგება აუცილებლად უნდა მოხდეს. ახალი ცენტრის შექმნის გარეშე ვერ მოხერხდება შუა პოზიციის მქონე ამომრჩევლის მობილიზება“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
მმართველ პარტიაში კი, სადაც უკვე დიდი ხანია საუბრობენ „ნაცმოძრაობის“ დაშლაზე, განაცხადეს, რომ ყველას აქვს დამოუკიდებელი ორგანიზაციის შექმნის უფლება.
„როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სრულდება და ადამიანები ფიქრობენ, გამოეყონ „ნაციონალურ მოძრაობას“, შექმნან დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ეს მათი უფლებაა, ხელს ვერავინ შეუშლის. ნაკლებად მადარდებს მელია, ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ განაყარ თუ გაყრილ ძალებში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა.
ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა შეიძლება სასარგებლო იყოს ქართული პოლიტიკური სისტემისთვის.
„რაც უფრო დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკურ თვალსაწიერს მოშორდებიან, მით უფრო მშვიდად გააგრძელებს ქვეყანა განვითარებას“ , - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია, „ნაცმოძრაობის“ მოსალოდნელ დაშლაზე საუბრობენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა შიდაპარტიული არჩევნების შედეგად თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელია შეცვალა.
„ნაცმოძრაობაში“ არჩევნები პარტიაში ორი ბანაკის წარმოქმნის შემდეგ დაინიშნა: ნიკა მელიას მხარდამჭერებისა და რადიკალი ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერების, რომელსაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი უჭერენ მხარს.
ხაბეიშვილი „ნაცმოძრაობას“ 6 თებერვალს ჩაუდგა სათავეში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციურ პარტიას გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
ამასთან, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინარჩუნებს პოპულარობით მეორე ადგილზე მყოფი პარტიის სტატუსს, თუმცა ბევრად ჩამორჩება მმართველ პარტიას.