ქუთაისში 500-მდე დევნილი ოჯახი ახალმოსახლეობას იზეიმებს

© Pexels / PhotoMIX Companyბინის გასაღები
ბინის გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2023
გამოწერა
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ქუთაისში ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ, სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დევნილი ოჯახებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.
რამდენი პროექტი განხორციელდა მიგრანტების დასახმარებლად>>>
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში 2022-2025 წლებში ახალ საცხოვრებელს 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს. 7 ათასამდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6 ათასი ოჯახი კი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს: სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ყველა ახალი ამბავი
0