საქართველოს პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი იქმნება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოსპარლამენტის შენობა
საქართველოსპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2023
გამოწერა
პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან დეპუტატები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი პარტია დატოვეს.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. პარლამენტის დეპუტატებმა რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ, რომლებმაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს, პოლიტიკური ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს.
პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.

„ახალი რეგლამენტი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენ ყველა საპარლამენტო რესურსს გამოვიყენებთ – იქნება პარლამენტში თუ დელეგაციებში მუშაობა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პოლიტიკური ჯგუფის დასახელება ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, აღნიშნეს დეპუტატებმა.
მანამდე დეკანოიძემ არ გამორიცხა საქართველოში ახალი პარტიის შექმნა. მან აღნიშნა, რომ მომავალ პარტნიორებს შორის ვერ ხედავს „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ ან მმართველ ძალა „ქართულ ოცნებას“.
საქართველოში შესაძლოა ახალი პარტია გაჩნდეს>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. ეს იქნება პირველი არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით. ამჟამად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ აქვთ, თუმცა ქვეყანაში დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც საქართველოში დღეს არსებული არცერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს.
ყველა ახალი ამბავი
0