https://sputnik-georgia.com/20230504/meore-msoflio-omis-veteranebs-1atasi-lari-caericxat-277344241.html
მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანს 1 ათასი ლარი ჩაერიცხა
მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანს 1 ათასი ლარი ჩაერიცხა
Sputnik საქართველო
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T14:34+0400
2023-05-04T14:34+0400
2023-05-04T20:44+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23591/95/235919562_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_dcc2776e951d13857b699d2e60ae6223.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს თითოეულს 1.000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ, იუწყება დედაქალაქის მერია. უწყების ცნობით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა „ომის ვეტერანთა დახმარების" პროგრამის ფარგლებში შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 86 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 1.000 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 47-მა ვეტერანმა, ხოლო 500 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახების 39-მა წევრმა მიიღო. თბილისის მერიამ თანხა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. სულ საქართველოში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის 116 ვეტერანი ცხოვრობს.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი მებრძოლი წავიდა, მათგან შინ მხოლოდ 300 ათასამდე დაბრუნდა. ათობით ათასი პირი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. ყოველი წლის 9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23591/95/235919562_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_51bcfdbac743265b88c28878ee5d8cb5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანს 1 ათასი ლარი ჩაერიცხა
14:34 04.05.2023 (განახლებულია: 20:44 04.05.2023) მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს თითოეულს 1.000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ, იუწყება დედაქალაქის მერია.
უწყების ცნობით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა „ომის ვეტერანთა დახმარების" პროგრამის ფარგლებში შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 86 პირს ჩაურიცხა.
კერძოდ, 1.000 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 47-მა ვეტერანმა, ხოლო 500 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახების 39-მა წევრმა მიიღო.
თბილისის მერიამ თანხა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხა.
სულ საქართველოში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის 116 ვეტერანი ცხოვრობს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი მებრძოლი წავიდა, მათგან შინ მხოლოდ 300 ათასამდე დაბრუნდა. ათობით ათასი პირი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
ყოველი წლის 9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.