https://sputnik-georgia.com/20230504/lari-myardeba-fasebi-ki-titqmis-ar-icvleba-iva-wyoniam-mizezi-daasaxela-277357761.html
ლარი მყარდება, ფასები კი თითქმის არ იცვლება - ივა ჭყონიამ მიზეზი დაასახელა
ლარი მყარდება, ფასები კი თითქმის არ იცვლება - ივა ჭყონიამ მიზეზი დაასახელა
Sputnik საქართველო
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ აპრილში (2023 წლის აპრილი 2022 წლის აპრილთან შედარებით) 2,7% შეადგინა, სურსათზე კი ფასები 5,9%-ით გაიზარდა. 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T22:31+0400
2023-05-04T22:31+0400
2023-05-04T22:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/06/266485720_0:59:3138:1824_1920x0_80_0_0_75892efda49f4e3dc72581d08525b18c.jpg
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოში სურსათზე ფასების შემცირება ლარის გამყარების პროპორციულად არ ხდება რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორისაა ჯერ კიდევ ძვირი დიზელის საწვავი, მაღალი გადასახადები და კომპანიებში სახელფასო ფონდის ზრდა, განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.2023 წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის კურსი 7,4%-ით გამყარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 5 მაისისთვის 2,4858 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. ბოლოჯერ დოლარის კურსი 2,5 ლარის ნიშნულს 2018 წლის 10 აგვისტოს ჩამოცდა.ლარის კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.მისი თქმით, ფასწარმოქმნაზე გავლენა კომპანიებში სახელფასო პოლიტიკის მკვეთრმა ზრდამაც იქონია.ქართული ლარი 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელს დაუბრუნდა - რა იქნება მომავალში?>>წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, კომპანიები თანამშრომლების გარეშე დარჩებოდნენ.ჭყონიამ ასევე ყურადღება გაამახვილა ლარის გამყარების ნეგატიურ გავლენაზე იმ კომპანიებზე, რომლებიც ექსპორტით არიან დაკავებული.ინფლაცია იკლებსსაერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ფასები მცირდება, ასევე იკლებს საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულება. ეს ტენდენცია გავლენას ახდენს ქართულ ბაზარზეც, რაც გამყარებული ლარის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას ხელს უწყობს ასევე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, განმარტა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის აპრილი 2022 წლის აპრილთან შედარებით) 2,7% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. ამასთან სურსათზე ფასები წლიური 5,9%-ით გაიზარდა. ყველაზე საგრძნობლად გაძვირდა ბოსტნეული, რძის ნაწარმი, კვერცხი, პური და ხორცი. 2023 წლის აპრილში ეროვნული ვალუტის კურსი 2,3%-ით გამყარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/06/266485720_261:0:2992:2048_1920x0_80_0_0_42557b1eb402c602346f9ab994193764.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ლარი მყარდება, ფასები კი თითქმის არ იცვლება - ივა ჭყონიამ მიზეზი დაასახელა
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ აპრილში (2023 წლის აპრილი 2022 წლის აპრილთან შედარებით) 2,7% შეადგინა, სურსათზე კი ფასები 5,9%-ით გაიზარდა.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოში სურსათზე ფასების შემცირება ლარის გამყარების პროპორციულად არ ხდება რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორისაა ჯერ კიდევ ძვირი დიზელის საწვავი, მაღალი გადასახადები და კომპანიებში სახელფასო ფონდის ზრდა, განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
2023 წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის კურსი 7,4%-ით გამყარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 5 მაისისთვის 2,4858 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. ბოლოჯერ დოლარის კურსი 2,5 ლარის ნიშნულს 2018 წლის 10 აგვისტოს ჩამოცდა.
ლარის კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
„დიზელი იმდენად უმნიშვნელოდ გაიაფდა, ლოგისტიკას ფაქტობრივად არ დატყობია. სადისტრიბუციო კომპანიებზე, რომლებიც იმპორტით არიან დაკავებული და ადგილობრივ მწარმოებლებზეც, რომლებსაც შესაფუთი მასალები თუ ინგრედიენტები შემოაქვთ ევროპული ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან, საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს გაძვირებული გადასახადები ლოგისტიკაზე“, - განმარტა ჭყონიამ.
მისი თქმით, ფასწარმოქმნაზე გავლენა კომპანიებში სახელფასო პოლიტიკის მკვეთრმა ზრდამაც იქონია.
„ჩვენ წევრ კომპანიებშიც შიდა გამოკითხვა ჩავატარეთ და დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი სახელფასო ფონდი. სადაც ლარი დაგვეხმარა თანხები მეტი ამოსულიყო, რაც დარეზერვდა, ის პირდაპირ სახელფასო ფონდში წავიდა“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, კომპანიები თანამშრომლების გარეშე დარჩებოდნენ.
ჭყონიამ ასევე ყურადღება გაამახვილა ლარის გამყარების ნეგატიურ გავლენაზე იმ კომპანიებზე, რომლებიც ექსპორტით არიან დაკავებული.
საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ფასები მცირდება, ასევე იკლებს საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულება. ეს ტენდენცია გავლენას ახდენს ქართულ ბაზარზეც, რაც გამყარებული ლარის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას ხელს უწყობს ასევე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, განმარტა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის აპრილი 2022 წლის აპრილთან შედარებით) 2,7% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. ამასთან სურსათზე ფასები წლიური 5,9%-ით გაიზარდა. ყველაზე საგრძნობლად გაძვირდა ბოსტნეული, რძის ნაწარმი, კვერცხი, პური და ხორცი. 2023 წლის აპრილში ეროვნული ვალუტის კურსი 2,3%-ით გამყარდა.