https://sputnik-georgia.com/20230504/borelis-komentari-dronebsis-tavdasxmaze-277344716.html
ბორელმა რუსეთს მოუწოდა, არ გამოიყენოს დრონების თავდასხმა ესკალაციის გასაძლიერებლად
ბორელმა რუსეთს მოუწოდა, არ გამოიყენოს დრონების თავდასხმა ესკალაციის გასაძლიერებლად
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა რუსეთს მოუწოდა, არ გამოიყენოს კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით სავარაუდო... 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T16:30+0400
2023-05-04T16:30+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
დრონების შეტევა კრემლზე
ევროკავშირი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249534343_0:0:2498:1406_1920x0_80_0_0_5bf79946cc85496d083874fa7f0ef072.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა რუსეთს მოუწოდა, არ გამოიყენოს კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით სავარაუდო თავდასხმა ომის შემდგომი ესკალაციის საბაბად.ამის თაობაზე ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა, როდესაც დრონების შეტევასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის საფრთხეების შესახებ შეკითხვას გასცა პასუხი.მისი თქმით, ზელენსკიმ „ძალიან მკაფიოდ განაცხადა“, რომ უკრაინა არ მონაწილეობდა ამ თავდასხმებში. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელი სამხედროები იცავენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ იბრძვიან საკუთარ ტერიტორიაზე.მისი თქმით, ეს შეტევა შეიძლება გახდეს უკრაინის წინააღმდეგ მეტი რაოდენობის სამხედროების მობილიზაციისა და უკრაინაზე მეტი თავდასხმების საბაბი.მანამდე, 3 მაისს კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის მიერ გაშვებულმა ორმა დრონმა კრემლს შეუტია, რაც მოსკოვმა ტერაქტად და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმად შეაფასა. უპილოტო აპარატები კრემლის სენატის სასახლის თავზე აფეთქდა, რომელშიც პუტინის სამუშაო კაბინეტი და ასევე საცხოვრებელი რეზიდენციაა განთავსებული. კრემლის განცხადებით, მოსკოვი საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს — „იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ჩათვლის საჭიროდ“.უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ყოველგვარ კავშირს კრემლზე დრონების შეტევასთან. ფინეთში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იცავს და არანაირი შეტევა არ მიუტანია არც ვლადიმირ პუტინზე და არც მოსკოვზე.მოგვიანებით რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ასევე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც ახლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, განაცხადა, რომ რუსეთს ერთადერთი ვარიანტი რჩება და ეს ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი „ბანდის“ ფიზიკური ლიკვიდაციაა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ შეშფოთება გამოთქვა მედვედევის მოწოდებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის „კვლავ გამოირჩა აღმაშფოთებელი გამონათქვამებითა და სიტყვიერი ესკალაციით“.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249534343_0:0:2498:1874_1920x0_80_0_0_cff639e5beb2b764c0ea7b0cc31d6024.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, დრონების შეტევა კრემლზე, ევროკავშირი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, დრონების შეტევა კრემლზე, ევროკავშირი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა რუსეთს მოუწოდა, არ გამოიყენოს კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით სავარაუდო თავდასხმა ომის შემდგომი ესკალაციის საბაბად.
ამის თაობაზე ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა, როდესაც დრონების შეტევასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის საფრთხეების შესახებ შეკითხვას გასცა პასუხი.
მისი თქმით, ზელენსკიმ „ძალიან მკაფიოდ განაცხადა“, რომ უკრაინა არ მონაწილეობდა ამ თავდასხმებში. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელი სამხედროები იცავენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ იბრძვიან საკუთარ ტერიტორიაზე.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს ეს სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციის გაგრძელების გასამართლებლად“, — თქვა მან.
მისი თქმით, ეს შეტევა შეიძლება გახდეს უკრაინის წინააღმდეგ მეტი რაოდენობის სამხედროების მობილიზაციისა და უკრაინაზე მეტი თავდასხმების საბაბი.
მანამდე, 3 მაისს კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის მიერ გაშვებულმა ორმა დრონმა კრემლს შეუტია, რაც მოსკოვმა ტერაქტად და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმად შეაფასა. უპილოტო აპარატები კრემლის სენატის სასახლის თავზე აფეთქდა, რომელშიც პუტინის სამუშაო კაბინეტი და ასევე საცხოვრებელი რეზიდენციაა განთავსებული. კრემლის განცხადებით, მოსკოვი საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს — „იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ჩათვლის საჭიროდ“.
უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ყოველგვარ კავშირს კრემლზე დრონების შეტევასთან. ფინეთში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იცავს და არანაირი შეტევა არ მიუტანია არც ვლადიმირ პუტინზე და არც მოსკოვზე.
მოგვიანებით რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ასევე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც ახლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, განაცხადა, რომ რუსეთს ერთადერთი ვარიანტი რჩება და ეს ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი „ბანდის“ ფიზიკური ლიკვიდაციაა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ შეშფოთება გამოთქვა მედვედევის მოწოდებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის „კვლავ გამოირჩა აღმაშფოთებელი გამონათქვამებითა და სიტყვიერი ესკალაციით“.