https://sputnik-georgia.com/20230503/zaxarovas-komentari-dasavluri-mediis-publikaciaze0crdiloetis-nakadebtan-dakavsirebit-277315463.html
ზახაროვა: რუსული ხომალდი აფეთქების ზონაში ვერ იქნებოდა
ზახაროვა: რუსული ხომალდი აფეთქების ზონაში ვერ იქნებოდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“... 03.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-03T17:30+0400
2023-05-03T17:30+0400
2023-08-17T12:48+0400
რუსეთი
დანია
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/0e/266647013_0:21:3176:1808_1920x0_80_0_0_89044bd61df722844c51f4d258445fb5.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ აფეთქების წინ აღნიშნულ ზონაში რუსული ხომალდი იმყოფებოდა, განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.მანამდე დანიურმა გამოცემა Information-მა, ქვეყნის შიარაღებული ძალების სარდლობაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებამდე ოთხი დღით ადრე გაზსადენების სიახლოვეს რუსული სპეციალური ხომალდი SS-750 შენიშნეს. სარდლობის ცნობით, დანიურმა საპატრულო კატარღამ რუსულ გემს 26 ფოტო გადაუღო, თუმცა ისინი არ საჯაროვდება, ვინაიდან „სადაზვერვო სამუშაოს ნაწილს შეადგენს“.ზახაროვას თქმით, დანიურ, გერმანულ და შვედურ მედიაში გამოქვეყნებული მსგავსი პუბლიკაციები განზრახ გავრცელებული ფაბრიკაციაა, რაც „მიზნად ისახავს არა სიმართლის დადგენას, არამედ შექმნილია სიტუაციის დასაბნევად“.ამასთან რუსმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დანიის სპეცსამსახურებს დღემდე არაფერი უთქვამთ იმ ფაქტზე, რომ „რუსული სამხედრო ხომალდის თანამგზავრული ფოტოები აქვთ“.მისი თქმით, 2022 წლის 19-24 სექტემბერს ბალტიის ფლოტი, გეგმიური წვრთნების ფარგლებში, პრაქტიკულ მოქმედებებს ამუშავებდა ბალტიის ზღვის პოლიგონებზე და, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საზღვაო პოლიგონები ძალიანაა დაშორებული აფეთქების ზონას, „აღნიშნულ პერიოდში ვერ იქნებოდნენ სავარაუდო ტერაქტის ზონაში“.
დანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/0e/266647013_253:0:2982:2047_1920x0_80_0_0_935151185064fd1895289dd2bdcc0368.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, დანია , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
რუსეთი, დანია , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ აფეთქების წინ აღნიშნულ ზონაში რუსული ხომალდი იმყოფებოდა, განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მანამდე დანიურმა გამოცემა
Information-მა, ქვეყნის შიარაღებული ძალების სარდლობაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებამდე ოთხი დღით ადრე გაზსადენების სიახლოვეს რუსული სპეციალური ხომალდი SS-750 შენიშნეს. სარდლობის ცნობით, დანიურმა საპატრულო კატარღამ რუსულ გემს 26 ფოტო გადაუღო, თუმცა ისინი არ საჯაროვდება, ვინაიდან „სადაზვერვო სამუშაოს ნაწილს შეადგენს“.
ზახაროვას თქმით, დანიურ, გერმანულ და შვედურ მედიაში გამოქვეყნებული მსგავსი პუბლიკაციები განზრახ გავრცელებული ფაბრიკაციაა, რაც „მიზნად ისახავს არა სიმართლის დადგენას, არამედ შექმნილია სიტუაციის დასაბნევად“.
ამასთან რუსმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დანიის სპეცსამსახურებს დღემდე არაფერი უთქვამთ იმ ფაქტზე, რომ „რუსული სამხედრო ხომალდის თანამგზავრული ფოტოები აქვთ“.
„პირველი, რასაც ნებისმიერი ჟურნალისტი, ობიატელი, ნებისმიერი ადამიანი იტყვის: „შეიძლება, ვნახოთ?“ ამაზე დანიის სპეცსამსახურებს აქვთ პასუხი, რომ „დანიის შეიარაღებული ძალების სარდლობა ამ ფოტოების გამოქვეყნებას არ აპირებს“. იცით, რატომ? სასაცილოც კია: „მათი სენსიტიური ხასიათის გამო“... ასეთი ფაბრიკაციები მიზნად ისახავს არა სიმართლის დადგენას, არამედ შექმნილია სიტუაციის დასაბნევად“, — მიაჩნია ზახაროვას.
მისი თქმით, 2022 წლის 19-24 სექტემბერს ბალტიის ფლოტი, გეგმიური წვრთნების ფარგლებში, პრაქტიკულ მოქმედებებს ამუშავებდა ბალტიის ზღვის პოლიგონებზე და, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საზღვაო პოლიგონები ძალიანაა დაშორებული აფეთქების ზონას, „აღნიშნულ პერიოდში ვერ იქნებოდნენ სავარაუდო ტერაქტის ზონაში“.