ღარიბაშვილი უნგრეთში გაემგზავრა, სადაც კონსერვატორების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

© Pixabay / Hermannპარლამენტის შენობა ბუდაპეშტში
პარლამენტის შენობა ბუდაპეშტში - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
გამოწერა
წელს კონფერენცია გაიმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ". ღონისძიების ძირითადი სპიკერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC), ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება, სადაც დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა. ღონისძიების მთავარი სპიკერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
„პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს", - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
დელეგაციის შემადგენლობაში რომელსაც ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე.
იდეოლოგიური წინააღმდეგობა – ექსპერტი კონსერვატიულ განწყობებზე საქართველოსა და მსოფლიოში>>
წელს კონფერენცია გაიმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ". კონფერენციაზე მოიწვიეს სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში და ამერიკელი კონგრესმენი ბარი მური.
ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი".
ყველა ახალი ამბავი
0