https://sputnik-georgia.com/20230503/msoblebis-saturadrebod-pirvel-klassi-misarebad-bavsvebis-asaki-kidev-seamcires-277332722.html
მშობლების საყურადღებოდ: პირველ კლასში მისაღებად ბავშვების ასაკი კიდევ შეამცირეს
მშობლების საყურადღებოდ: პირველ კლასში მისაღებად ბავშვების ასაკი კიდევ შეამცირეს
Sputnik საქართველო
მიღებული ცვლილებები პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება 03.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-03T22:00+0400
2023-05-03T22:00+0400
2023-05-04T00:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250763790_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_7b47e68add66aa1db3c745f44524cd64.jpg
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც სკოლაში 6 წლამდე ასაკის ბავშვებსაც შეუძლიათ შესვლა.კანონმდებლობაში შესწორებების თანახმად, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება იმ ბავშვებისთვისაც, რომლებსაც 6 წელი 1 ნოემბრამდე შეუსრულდებათ.მიღებული ცვლილებები პრეზიდენტის ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ ამოქმედდება.ამჟამად მოქმედი კანონით პირველ კლასში შესვლა შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.2010 წლიდან 2014 წლამდე სკოლაში ბავშვებს ხუთი წლიდან იღებდნენ. 2014 წლიდან პირველ კლასში იმ ბავშვების მიღება დაიწყო, რომლებსაც სასწავლო წლის დაწყების მომენტისთვის - 15 სექტემბრისთვის - სრული ექვსი წელი შეუსრულდათ.მშობლების თხოვნით 2022 წლიდან ასაკობრივი ზღვარი ერთი თვით გაზარდეს.ამავე დროს, პირველკლასელების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ამ დროისათვის რეგისტრაცია პირველ ეტაპზე გაიარეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებმა.რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყო და 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომელთა და-ძმა უკვე ირიცხება იმ კონკრეტულ სკოლაში, ან ბავშვები, რომელთა მშობლები სკოლის თანამშრომლები არიან. მეორე ეტაპზე ასევე შეძლებს რეგისტრაციის გავლას ორი ან მეტი ბავშვი ერთი ოჯახიდან, რომლებიც ერთდროულად მიდიან პირველ კლასში.ხოლო მესამე ეტაპი – საყოველთაო ონლაინ-რეგისტრაცია 17 მაისს დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250763790_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_abc8dac08df6b8c1a5831489e5d8b5a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
მშობლების საყურადღებოდ: პირველ კლასში მისაღებად ბავშვების ასაკი კიდევ შეამცირეს
22:00 03.05.2023 (განახლებულია: 00:29 04.05.2023) მიღებული ცვლილებები პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც სკოლაში 6 წლამდე ასაკის ბავშვებსაც შეუძლიათ შესვლა.
კანონმდებლობაში შესწორებების თანახმად, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება იმ ბავშვებისთვისაც, რომლებსაც 6 წელი 1 ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
მიღებული ცვლილებები პრეზიდენტის ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ ამოქმედდება.
ამჟამად მოქმედი კანონით პირველ კლასში შესვლა შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
2010 წლიდან 2014 წლამდე სკოლაში ბავშვებს ხუთი წლიდან იღებდნენ. 2014 წლიდან პირველ კლასში იმ ბავშვების მიღება დაიწყო, რომლებსაც სასწავლო წლის დაწყების მომენტისთვის - 15 სექტემბრისთვის - სრული ექვსი წელი შეუსრულდათ.
მშობლების თხოვნით 2022 წლიდან ასაკობრივი ზღვარი ერთი თვით გაზარდეს.
ამავე დროს, პირველკლასელების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ამ დროისათვის რეგისტრაცია პირველ ეტაპზე გაიარეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებმა.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყო და 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომელთა და-ძმა უკვე ირიცხება იმ კონკრეტულ სკოლაში, ან ბავშვები, რომელთა მშობლები სკოლის თანამშრომლები არიან. მეორე ეტაპზე ასევე შეძლებს რეგისტრაციის გავლას ორი ან მეტი ბავშვი ერთი ოჯახიდან, რომლებიც ერთდროულად მიდიან პირველ კლასში.
ხოლო მესამე ეტაპი – საყოველთაო ონლაინ-რეგისტრაცია 17 მაისს დაიწყება.