https://sputnik-georgia.com/20230503/kreditebi-qartveli-fermerebistvis-ufro-xelmisawvdomi-iqneba-277289965.html
კრედიტები ქართველი ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება
კრედიტები ქართველი ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება
Sputnik საქართველო
სოფლის განვითარების სააგენტო ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული კრედიტის პროცენტების თანადაფინანსებას განახორციელებს არა უმეტეს 12 თვისა წლიური 9%-ის ოდენობით. 03.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-03T10:07+0400
2023-05-03T10:07+0400
2023-05-03T10:07+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23577/76/235777607_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_92262c6ccc64e73e02143db11f678d97.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ აამოქმედა სახელმწიფო პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის" ქვეკომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური. „შეღავათიანი აგროკრედიტის" ქვეკომპონენტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდას. სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან არა უმეტეს 14 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს სესხის მიზნობრივად ხარჯვას. ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრა 10 ათასი ლარიდან 100 ათასი ლარის ჩათვლით. სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურებისა და იონჯის ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დაფინანსებას, კერძოდ, სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას. ქართველი ფერმერები აგროკრედიტით დრონისა და მეტეოსადგურის ყიდვას შეძლებენ>>პროექტის პირობებით, მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სესხის თანხის ინვესტირება, უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში, თანასაკუთრებაში ან სარგებლობაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (თანასაკუთრების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს თანამესაკუთრეების თანხმობა სესხის ვადის განმავლობაში ქონებით სარგებლობის თაობაზე, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში მისი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სესხის ვადაზე ნაკლები). ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა). პროგრამის ფარგლებში ფინანსური ორგანიზაციები კრედიტებს 2023 წლის 31 ოქტომბრამდე გასცემენ. საქართველოში ფერმერებს საერთო ჯამში 1 მლრდ ლარზე მეტი ოდენობის სესხებს მისცემენ>>სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ამ მიზნით ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია "შეღავათიანი აგროკრედიტი", რომელიც ქვეყანაში 2013 წლის მარტიდან მოქმედებს. „შეღავათიანი აგროკრედიტის" ძირითადი მიზნებია სოფლის მეურნეობაში პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაკავებული მეწარმეებისთვის – იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი სახსრებით უზრუნველყოფის გზით. არსებობის ათი წლის განმავლობაში პროექტში, დარგში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, რიგი ცვლილებები შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23577/76/235777607_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_8852a7e3718492398b2e886c6288e34d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო
კრედიტები ქართველი ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება
სოფლის განვითარების სააგენტო ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული კრედიტის პროცენტების თანადაფინანსებას განახორციელებს არა უმეტეს 12 თვისა წლიური 9%-ის ოდენობით.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ აამოქმედა სახელმწიფო პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის" ქვეკომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
„შეღავათიანი აგროკრედიტის" ქვეკომპონენტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდას.
სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან არა უმეტეს 14 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს სესხის მიზნობრივად ხარჯვას.
ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრა 10 ათასი ლარიდან 100 ათასი ლარის ჩათვლით.
სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურებისა და იონჯის ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დაფინანსებას, კერძოდ, სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.
პროექტის პირობებით, მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სესხის თანხის ინვესტირება, უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში, თანასაკუთრებაში ან სარგებლობაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (თანასაკუთრების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს თანამესაკუთრეების თანხმობა სესხის ვადის განმავლობაში ქონებით სარგებლობის თაობაზე, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში მისი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სესხის ვადაზე ნაკლები).
ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).
პროგრამის ფარგლებში ფინანსური ორგანიზაციები კრედიტებს 2023 წლის 31 ოქტომბრამდე გასცემენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ამ მიზნით ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია "შეღავათიანი აგროკრედიტი", რომელიც ქვეყანაში 2013 წლის მარტიდან მოქმედებს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის" ძირითადი მიზნებია სოფლის მეურნეობაში პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაკავებული მეწარმეებისთვის – იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
არსებობის ათი წლის განმავლობაში პროექტში, დარგში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, რიგი ცვლილებები შევიდა.