https://sputnik-georgia.com/20230503/israelma-da-palestinam-setanxmebas-miarwies-277290335.html
ცეცხლი შეწყვეტილია: ისრაელმა და პალესტინამ შეთანხმებას მიაღწიეს
ცეცხლი შეწყვეტილია: ისრაელმა და პალესტინამ შეთანხმებას მიაღწიეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ისრაელის არმია და პალესტინის შეიარაღებული ჯგუფები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, იუწყება Reuters ორ პალესტინელ ოფიციალურ... 03.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-03T10:24+0400
2023-05-03T10:24+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
ისრაელი
პალესტინა
პოლიტიკა
კონფლიქტები
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0c/251712053_0:198:2938:1851_1920x0_80_0_0_19b818768681514f0ef2068e1b41f923.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ისრაელის არმია და პალესტინის შეიარაღებული ჯგუფები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, იუწყება Reuters ორ პალესტინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.წყაროების ინფორმაციით, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც უკვე მოქმედებს, ეგვიპტის, კატარისა და გაეროს შუამავლობით მიაღწიეს.წყაროების ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთი დღით ადრე ისრაელის ციხეში პალესტინური წინააღმდეგობის მოძრაობის, „ალ-ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური კადერ ადნანი გარდაიცვალა.ტერორიზმში ბრალდებულ პალესტინელს შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, რაც 86 დღე გრძელდებოდა. მის სიკვდილს პალესტინა-ისრაელს შორის ტრანსსასაზღვრო სარაკეტო სროლები მოჰყვა.ადნანის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთისკენ ოთხი რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან ერთი „რკინის გუმბათმა“ ჩაიჭირა, ხოლო სამი დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა და არავინ დაშავებულა. ისრაელის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და „ჰამასის“ სამხედრო ინფრასტრუქტურას შეუტია.ცნობილი ხდება, რომ ადნანის მეუღლემ, რომელმაც ქმრის სიკვდილი მოწამეობრივად შეაფასა, მის მომხრეებს მოუწოდა, არ ეძიათ შური მეთაურის დაღუპვისთვის. თუმცა პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა ისრაელის ხელისუფლება ადნანის განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, ხოლო „ალ-ჯიჰადმა“ განაცხადა, რომ ისრაელი უმაღლეს ფასს გადაიხდის მისი მკვლელობისთვის.
ისრაელი
პალესტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0c/251712053_104:0:2835:2048_1920x0_80_0_0_31ca5ddabcfe34a6932f10ab3646c470.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ისრაელი , პალესტინა, პოლიტიკა, კონფლიქტები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ისრაელი , პალესტინა, პოლიტიკა, კონფლიქტები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ისრაელის არმია და პალესტინის შეიარაღებული ჯგუფები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, იუწყება
Reuters ორ პალესტინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
წყაროების ინფორმაციით, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც უკვე მოქმედებს, ეგვიპტის, კატარისა და გაეროს შუამავლობით მიაღწიეს.
წყაროების ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთი დღით ადრე ისრაელის ციხეში პალესტინური წინააღმდეგობის მოძრაობის, „ალ-ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური კადერ ადნანი გარდაიცვალა.
ტერორიზმში ბრალდებულ პალესტინელს შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, რაც 86 დღე გრძელდებოდა. მის სიკვდილს პალესტინა-ისრაელს შორის ტრანსსასაზღვრო სარაკეტო სროლები მოჰყვა.
ადნანის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთისკენ ოთხი რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან ერთი „რკინის გუმბათმა“ ჩაიჭირა, ხოლო სამი დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა და არავინ დაშავებულა. ისრაელის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და „ჰამასის“ სამხედრო ინფრასტრუქტურას შეუტია.
ცნობილი ხდება, რომ ადნანის მეუღლემ, რომელმაც ქმრის სიკვდილი მოწამეობრივად შეაფასა, მის მომხრეებს მოუწოდა, არ ეძიათ შური მეთაურის დაღუპვისთვის. თუმცა პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა ისრაელის ხელისუფლება ადნანის განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, ხოლო „ალ-ჯიჰადმა“ განაცხადა, რომ ისრაელი უმაღლეს ფასს გადაიხდის მისი მკვლელობისთვის.