https://sputnik-georgia.com/20230502/saqartvelo-da-korea-savawro-urtiertobebs-arrmaveben-277269431.html
საქართველო და კორეა სავაჭრო ურთიერთობებს აღრმავებენ
საქართველო და კორეა სავაჭრო ურთიერთობებს აღრმავებენ
Sputnik საქართველო
საქონელბრუნვამ ქვეყნებს შორის 2023 წლის პირველ კვარტალში 19,7 მლნ დოლარი შეადგინა. 02.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-02T17:09+0400
2023-05-02T17:09+0400
2023-05-02T17:09+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სამხრეთი კორეა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/02/277265441_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_6c9cf9ddb12441b0848ea1eb997a5c43.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველომ და კორეამ 2023 წელს ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე (Economic Partnership Agreement) მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყონ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს–სამსახური.მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი, რომელიც მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვ.დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, გარემოს დაცვა და სხვ. დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დაიწყება.არველაძემ კორეულ მხარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ. ამასთან, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაღნიშნა ეკონომიკის ისეთი სექტორების პოტენციალი, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ტურიზმი.შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2023 წლის მეორე ნახევარში კორეის მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანია საბოლოო შეთანხმების მიღწევა და მოლაპარაკებების პირობების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა.როდის დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და კორეას შორის>>სტატისტიკური მონაცემებით, ინვესტიციები საქართველოში კორეიდან პირველად 1997 წელს განხორციელდა. მას შემდეგ, 2021 წლის ჩათვლით, ინვესტიციების მოცულობამ 209,5 მლნ დოლარი შეადგინა. მათ შორის, 2016–2021 წლებში ინვესტიციების მოცულობა იყო 128,9 მლნ დოლარი.ტატისტიკის ეროცნული სამსახურის მონაცემებით, საქონელბრუნვამ ქვეყნებს შორის 2023 წლის იანვარ–მარტში 19,7 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/02/277265441_0:0:2013:1510_1920x0_80_0_0_0b61b5dcdecb7c5601069dc86b53302c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სამხრეთი კორეა
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სამხრეთი კორეა
საქართველო და კორეა სავაჭრო ურთიერთობებს აღრმავებენ
საქონელბრუნვამ ქვეყნებს შორის 2023 წლის პირველ კვარტალში 19,7 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველომ და კორეამ 2023 წელს ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე (Economic Partnership Agreement) მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყონ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს–სამსახური.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ჩანგ იონგ ანის შეხვდა.შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი კორეაში თარაშ პაპასქუა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი, რომელიც მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვ.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, გარემოს დაცვა და სხვ. დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დაიწყება.
არველაძემ კორეულ მხარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ. ამასთან, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაღნიშნა ეკონომიკის ისეთი სექტორების პოტენციალი, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ტურიზმი.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2023 წლის მეორე ნახევარში კორეის მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანია საბოლოო შეთანხმების მიღწევა და მოლაპარაკებების პირობების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა.
სტატისტიკური მონაცემებით, ინვესტიციები საქართველოში კორეიდან პირველად 1997 წელს განხორციელდა. მას შემდეგ, 2021 წლის ჩათვლით, ინვესტიციების მოცულობამ 209,5 მლნ დოლარი შეადგინა. მათ შორის, 2016–2021 წლებში ინვესტიციების მოცულობა იყო 128,9 მლნ დოლარი.
ტატისტიკის ეროცნული სამსახურის მონაცემებით, საქონელბრუნვამ ქვეყნებს შორის 2023 წლის იანვარ–მარტში 19,7 მლნ დოლარი შეადგინა.