https://sputnik-georgia.com/20230316/rodis-daiwyeba-molaparakebebi-tavisufali-vawrobis-sesaxeb-saqartvelosa-da-lpresas-soris-275855244.html
როდის დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და კორეას შორის
როდის დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და კორეას შორის
Sputnik საქართველო
კონსულტაციები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე ისრაელთანაც მიმდინარეობს. 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T21:31+0400
2023-03-16T21:31+0400
2023-03-16T22:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამხრეთი კორეა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266410492_0:274:3073:2002_1920x0_80_0_0_1353127bc60ff1dcecc297ebdcf8d139.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველომ და სამხრეთ კორეამ შესაძლოა 2023 წლის ბოლომდე გამართონ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხზე, განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს საგარეო სავაჭრო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ გაბუნიამ.ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ 2022 წლის ნოემბერში გააფორმეს. კვლევამ აჩვენა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე სამხრეთ კორეას.მისივე ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით მოლაპარაკებების განახლება ინდოეთთან, რაც 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.ამას გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს ისრაელთან. აგრეთვე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ასეთი შეთანხმების მიღწევაზე შეერთებულ შტატებთანაც.ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის EFTA-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონკონგთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან.სტატისტიკის მიხედვით, სამხრეთი კორეიდან ინვესტიციები საქართველოში პირველად 1997 წელს განხორციელდა. მას შემდეგ, 2021 წლის ჩათვლით, ინვესტიციამ 209,5 მილიონი დოლარი შეადგინა. 2016-2021 წლებში ინვესტიციების მოცულობამ 128,9 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266410492_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_1014a7f8dd02001638742ba023032c79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სამხრეთი კორეა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, სამხრეთი კორეა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
როდის დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და კორეას შორის
21:31 16.03.2023 (განახლებულია: 22:48 16.03.2023) კონსულტაციები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე ისრაელთანაც მიმდინარეობს.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველომ და სამხრეთ კორეამ შესაძლოა 2023 წლის ბოლომდე გამართონ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხზე, განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს საგარეო სავაჭრო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ გაბუნიამ.
ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ 2022 წლის ნოემბერში გააფორმეს. კვლევამ აჩვენა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე სამხრეთ კორეას.
„კორეასთან ჩვენ გავაკეთეთ მიზანშეწონილობის კვლევა და დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მათთან დავიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით მოლაპარაკებების განახლება ინდოეთთან, რაც 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
ამას გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს ისრაელთან. აგრეთვე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ასეთი შეთანხმების მიღწევაზე შეერთებულ შტატებთანაც.
„ექსპერტულ დონეზე გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე“, – განაცხადა მან.
ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის EFTA-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონკონგთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან.
სტატისტიკის მიხედვით, სამხრეთი კორეიდან ინვესტიციები საქართველოში პირველად 1997 წელს განხორციელდა. მას შემდეგ, 2021 წლის ჩათვლით, ინვესტიციამ 209,5 მილიონი დოლარი შეადგინა. 2016-2021 წლებში ინვესტიციების მოცულობამ 128,9 მილიონი დოლარი შეადგინა.