https://sputnik-georgia.com/20230502/rodis-daiwyeba-simsivnis-diagnozis-mqone-bavsvebis-ufaso-mkurnalobis-saxelmwifo-programa-277250638.html
როდის დაიწყება სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვების უფასო მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა
როდის დაიწყება სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვების უფასო მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტროს ექნება იმ უცხოური კლინიკების ჩამონათალი, რომლებიც ქართველი ბავშვების მკურნალობას შეძლებენ 02.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-02T10:05+0400
2023-05-02T10:05+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/16/268762492_0:110:1024:686_1920x0_80_0_0_e9cfff1d54aa1b242bcc17fc56f4e60b.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik საქართველოს მთავრობა სიმსივნით დაავადებული ბავშვების უფასო მკურნალობის სახელმწიფო პროგრამას ივნისიდან აამოქმედებს, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობის ყველა ხარჯს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. ამჟამად საქართველოში 300-მდე ასეთი ბავშვია.ამ ბავშვების მკურნალობის ნაწილს მთავრობა დღესაც აფინანსებს, ამისათვის წელიწადში დაახლოებით 10 მლნ ლარი გამოიყოფა. თუმცა ეს საკმარისი არ არის.მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ექნება იმ უცხოური კლინიკების ჩამონათვალი, რომლებიც შეძლებენ კონკრეტული ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებას - როგორც დიაგნოსტიკას, ისე მკურნალობას. აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ კლინიკებს პროტონოთერაპიის კურსის ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდეს.„ვფიქრობ, მაისის ბოლომდე ეს საკითხი უკვე დასრულებული იქნება და ივნისიდან ბავშვების მკურნალობის დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.უმეტესწილად, მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ჯდება, სწორედ ამიტომ მთავრობამ ამ ბავშვების მკურნალობის სრული დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო.რომელ ქვეყნებში უმკურნალებენ სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვებს - ჯანდაცვის სამინისტრო >>პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოიყოფა 30 მილიონი ლარი. მთავრობა დააფინანსებს არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/16/268762492_54:84:856:686_1920x0_80_0_0_46cea5901c8c47db873b719e0e19691a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ექიმის რჩევები
როდის დაიწყება სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვების უფასო მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა
10:05 02.05.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) ჯანდაცვის სამინისტროს ექნება იმ უცხოური კლინიკების ჩამონათალი, რომლებიც ქართველი ბავშვების მკურნალობას შეძლებენ
თბილისი, 2 მაისი – Sputnik საქართველოს მთავრობა სიმსივნით დაავადებული ბავშვების უფასო მკურნალობის სახელმწიფო პროგრამას ივნისიდან აამოქმედებს, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობის ყველა ხარჯს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. ამჟამად საქართველოში 300-მდე ასეთი ბავშვია.
ამ ბავშვების მკურნალობის ნაწილს მთავრობა დღესაც აფინანსებს, ამისათვის წელიწადში დაახლოებით 10 მლნ ლარი გამოიყოფა. თუმცა ეს საკმარისი არ არის.
„პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ სანამ ქვეყანაში სრულყოფილი, გამართული ბავშვთა ონკოლოგია, სპეციალიზებული ცენტრი გვექნება, სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვან კლინიკებში შევთავაზებთ მშობლებს ალტერნატივებს. მათი არჩევანიდან გამომდინარე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბავშვი ერთ-ერთ ამ კლინიკაში წაიყვანონ და უმკურნალონ“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ექნება იმ უცხოური კლინიკების ჩამონათვალი, რომლებიც შეძლებენ კონკრეტული ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებას - როგორც დიაგნოსტიკას, ისე მკურნალობას. აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ კლინიკებს პროტონოთერაპიის კურსის ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდეს.
„ვფიქრობ, მაისის ბოლომდე ეს საკითხი უკვე დასრულებული იქნება და ივნისიდან ბავშვების მკურნალობის დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
უმეტესწილად, მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ჯდება, სწორედ ამიტომ მთავრობამ ამ ბავშვების მკურნალობის სრული დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოიყოფა 30 მილიონი ლარი. მთავრობა დააფინანსებს არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯს.