დუბაი–ბათუმის რეისების რაოდენობა გაიზრდება

© photo: Sputnik / StringerFly Dubai–ს თვითმფრინავი
Fly Dubai–ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2023
გამოწერა
ავიაკომპანიები მზად არიან, დამატებითი რეისები ტურისტული სეზონის არასაზღვაო პერიოდშიც დანიშნონ.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საუდის არაბეთის ლოუკოსტერი Flynas და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ავიაკომპანია FLY DUBAI დუბაიდან ბათუმში ფრენების ინტენსივობის გაზრდას გეგმავენ, ნათქვამია აჭრის მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
Flynas 2023 წლის ზაფხულში შეასრულებს ბათუმი–დუბაის რეისებს, ავიაკომპანია FLY DUBAI–ს რეისები 25 ივნისიდან დაემატება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ არაბული ავიაგადამზიდავების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს რეისების დამატების შესაძლებლობა ბათუმი–დუბაის მიმართულებით და პირდაპირი რეისების დანიშვნა.
ავიაკომპანიები გამოთქვეს მზადყოფნა, გაზარდონ ფრენების სიხშირე და ტურისტული სეზონის არასაზღვაო პერიოდში ეტაპობრივად დანიშნონ დამატებითი რეისები.
საქართველოს ტურისტული პოტენციალი დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი>>
გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის დიდი პოტენციალის სრული გამოყენების მნიშვნელობა, რაც არსებით წვლილს შეიტანს ავირეისების დამატება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 1–4 მაისს დუბაიში მიმდინარეობს ტურიზმის ინდუსტრიის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა, სადაც 150 ქვეყანასთან ერთად წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სხვადასხვა ქართული ტურისტული კომპანია. გამოფენას 34 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0