https://sputnik-georgia.com/20230502/damarxuli-mamakaci-cocxali-armocnda-277279105.html
შემთხვევა სასაფლაოზე: დამარხული მამაკაცი ცოცხალი აღმოჩნდა
შემთხვევა სასაფლაოზე: დამარხული მამაკაცი ცოცხალი აღმოჩნდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. გარდაცვლილი მამაკაცი, რომელიც ოჯახმა დამარხა, ცოცხალი აღმოჩნდა, რაც მისმა მეუღლემ ბედნიერი შემთხვევის წყალობით შეიტყო, იუწყება... 02.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-02T16:43+0400
2023-05-02T16:43+0400
2023-05-02T16:49+0400
მსოფლიო დღეს
ნამდვილი ამბები
ჩინეთი
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/09/251676470_672:421:2095:1222_1920x0_80_0_0_b57809810455a2541abb6034cac9b355.jpg
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. გარდაცვლილი მამაკაცი, რომელიც ოჯახმა დამარხა, ცოცხალი აღმოჩნდა, რაც მისმა მეუღლემ ბედნიერი შემთხვევის წყალობით შეიტყო, იუწყება გამოცემა Thaiger-ი.გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ჩინეთში, გუანსის პროვინციაში მოხდა.როგორც ირკვევა, მამაკაცი მძიმე ავადმყოფობით იტანჯებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობაზე დიდ თანხებს ხარჯავდნენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაფრით უმჯობესდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახს ფინანსურად უჭირდა, ავადმყოფის მეუღლე იძულებული გახდა, სახლ-კარი მიეტოვებინა და სამუშაოდ წასულიყო, ხოლო ქმრის მოვლა კაცის მშობლებს მიანდო.შემთხვევის დღეს დედამ საჭმელი შეუტანა შვილს და ის უძრავ მდგომარეობაში, გაშეშებული და გაცივებული იპოვა. სოფლის ექიმმა მამაკაცი მკვდრად გამოაცხადა, ვინაიდან მას არც პულსი ესინჯებოდა და არც სუნთქავდა.დედა რძალს დაუკავშირდა, ქმრის გარდაცვალება აცნობა და სთხოვა, შინ მალე დაბრუნებულიყო, რათა დაკრძალვის ცერემონიისთვის მიესწრო. ისიც, რაღა თქმა უნდა, დაბრუნდა.როდესაც გარდაცვლილი საფლავში ჩაუშვეს და მიწა მიაყარეს, ქალი საფლავს მიუახლოვდა, რათა ტრადიციისამებრ სამჯერ ეცა თაყვანი ქმრისთვის და დამშვიდობებოდა მას. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ის ღრმად დაიხარა საფლავისკენ, რაღაც სუსტი ხმა შემოესმა. იმაში დასარწმუნებლად, რომ ხმა ნამდვილად სამარიდან ამოდიოდა, ქალი მიწაზე გაწვა და საფლავს ყური დაადო, თან ქმრის სახელს ყვიროდა. და უეცრად ნათლად გაიგონა სიტყვა: „გამომიშვი“.გაოგნებული მეზობლების დახმარებით, რომლებიც დაკრძალვას ესწრებოდნენ, ქალმა სწრაფად გათხარა საფლავი და მეუღლე ცოცხალი ამოიყვანა, რითაც ძალიან ბედნიერი დარჩა.ამის შემდეგ „მკვდრეთით აღმდგარი“ მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა კიდეც მისი გარდაცვალებისა და გაცოცხლების მიზეზები. გაირკვა, რომ მას დიაბეტის მძიმე ფორმა ჰქონდა, მის სისხლში შაქრის დონე 38,5-ს აღწევდა მაშინ, როდესაც ჯანმრთელ ადამიანებში ეს რაოდენობა 5,9-ს არ აღემატება. გამომდინარე იქიდან, რომ მამაკაცი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იღებდა მედიკამენტებს და ვერ მკურნალობდა, მძიმე დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) დაეწყო, რამაც პულსის შესუსტება გამოიწვია. სწორედ ამიტომ დაასკვნა სოფლის ექიმმა შეცდომით, რომ ის გარდაცვლილი იყო.რაც შეეხება უეცარ გაცოცხლებას, სავარაუდოდ, ეს კუბოში ჟანგბადის მკვეთრმა დაცემამ განაპირობა.საბედნიეროდ, საავადმყოფოს ხელმძღანელობამ გულთან ახლოს მიიტანა წყვილის ფინანსური სირთულეები და გადაწყვიტა, მამაკაცის მკურნალობის ხარჯები მთლიანად თავად დაფაროს.წყარო: Thaiger
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/09/251676470_221:442:1611:1484_1920x0_80_0_0_ce7387b9d927282b6127136966552daf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნამდვილი ამბები, ჩინეთი, შემთხვევები, ახალი ამბები
ნამდვილი ამბები, ჩინეთი, შემთხვევები, ახალი ამბები
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. გარდაცვლილი მამაკაცი, რომელიც ოჯახმა დამარხა, ცოცხალი აღმოჩნდა, რაც მისმა მეუღლემ ბედნიერი შემთხვევის წყალობით შეიტყო, იუწყება გამოცემა Thaiger-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ჩინეთში, გუანსის პროვინციაში მოხდა.
როგორც ირკვევა, მამაკაცი მძიმე ავადმყოფობით იტანჯებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობაზე დიდ თანხებს ხარჯავდნენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაფრით უმჯობესდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახს ფინანსურად უჭირდა, ავადმყოფის მეუღლე იძულებული გახდა, სახლ-კარი მიეტოვებინა და სამუშაოდ წასულიყო, ხოლო ქმრის მოვლა კაცის მშობლებს მიანდო.
შემთხვევის დღეს დედამ საჭმელი შეუტანა შვილს და ის უძრავ მდგომარეობაში, გაშეშებული და გაცივებული იპოვა. სოფლის ექიმმა მამაკაცი მკვდრად გამოაცხადა, ვინაიდან მას არც პულსი ესინჯებოდა და არც სუნთქავდა.
დედა რძალს დაუკავშირდა, ქმრის გარდაცვალება აცნობა და სთხოვა, შინ მალე დაბრუნებულიყო, რათა დაკრძალვის ცერემონიისთვის მიესწრო. ისიც, რაღა თქმა უნდა, დაბრუნდა.
როდესაც გარდაცვლილი საფლავში ჩაუშვეს და მიწა მიაყარეს, ქალი საფლავს მიუახლოვდა, რათა ტრადიციისამებრ სამჯერ ეცა თაყვანი ქმრისთვის და დამშვიდობებოდა მას.
სწორედ იმ მომენტში, როდესაც ის ღრმად დაიხარა საფლავისკენ, რაღაც სუსტი ხმა შემოესმა. იმაში დასარწმუნებლად, რომ ხმა ნამდვილად სამარიდან ამოდიოდა, ქალი მიწაზე გაწვა და საფლავს ყური დაადო, თან ქმრის სახელს ყვიროდა. და უეცრად ნათლად გაიგონა სიტყვა: „გამომიშვი“.
გაოგნებული მეზობლების დახმარებით, რომლებიც დაკრძალვას ესწრებოდნენ, ქალმა სწრაფად გათხარა საფლავი და მეუღლე ცოცხალი ამოიყვანა, რითაც ძალიან ბედნიერი დარჩა.
ამის შემდეგ „მკვდრეთით აღმდგარი“ მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა კიდეც მისი გარდაცვალებისა და გაცოცხლების მიზეზები. გაირკვა, რომ მას დიაბეტის მძიმე ფორმა ჰქონდა, მის სისხლში შაქრის დონე 38,5-ს აღწევდა მაშინ, როდესაც ჯანმრთელ ადამიანებში ეს რაოდენობა 5,9-ს არ აღემატება. გამომდინარე იქიდან, რომ მამაკაცი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იღებდა მედიკამენტებს და ვერ მკურნალობდა, მძიმე დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) დაეწყო, რამაც პულსის შესუსტება გამოიწვია. სწორედ ამიტომ დაასკვნა სოფლის ექიმმა შეცდომით, რომ ის გარდაცვლილი იყო.
რაც შეეხება უეცარ გაცოცხლებას, სავარაუდოდ, ეს კუბოში ჟანგბადის მკვეთრმა დაცემამ განაპირობა.
საბედნიეროდ, საავადმყოფოს ხელმძღანელობამ გულთან ახლოს მიიტანა წყვილის ფინანსური სირთულეები და გადაწყვიტა, მამაკაცის მკურნალობის ხარჯები მთლიანად თავად დაფაროს.