თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს ჟურნალისტების შეხვედრა გაიმართა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2023
გამოწერა
ოთხი ქვეყნის ჟურნალისტების პირველიშეხვედრაზე ერთობლივ დეკლარაციას მოეწერა ხელი.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანელი, თურქი, ქართველი და სომეხი ჟურნალისტებისთვის თბილისში ერთობლივი სემინარი თემაზე „მშვიდობა და მედიის როლი სამხრეთ კავკასიაში“ 29 აპრილს გაიმართა.
გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (GJC) ეგიდით გამართულ სემინარზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა, განიხილეს სხვადასხვა საკითხები, მათ შორის „მასმედიის როლი რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში“.
სემინარის დამსწრეთ სიტყვით მიმართეს GJC-ის პრეზიდენტმა მეჰმეთ ალი დიმიმ, საბჭოს წარმომადგენელმა, სააგენტო „ნიუს დეი საქართველოს“ მთავარმა რედაქტორმა ავთანდილ ოთანაშვილმა, აზერბაიჯანის თანამედროვე მედიაჯგუფის ხელმძღვანელმა ელშად ეივაზლიმ, სომხეთის სააგენტო „არმინფოს“ დირექტორმა ემანუელ მკრტჩიანმა, პორტალ apsny.ge-ს დირექტორმა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა გოჩა გვარამიამ, თურქეთის „ჰაბერ გლობალის“ წამყვანმა რედაქტორმა ბენან კეფსუტლუმ, აზერბაიჯანის პრესის საბჭოს წევრმა იეგანე ჰაჯიევამ. მრგვალ მაგიდაში ასევე მონაწილეობა მიიღო AZERTAC-ის საქართველო ბიუროს ხელმძღვანელმა ხატაი აზიზოვმა და პორტალ 24news.ge-ს რედაქტორმა აზერ მამედოვმა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე და ხაზგასმით აღინიშნა კონფლიქტების მოგვარების საქმეში მასმედიის როლის მნიშვნელობა.
გლობალური ჟურნალისტური საბჭოს პრეზიდენტმა მსოფლიოში ომებით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, მასმედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა ომის, კონფლიქტის და სხვა პრობლემების გადაწყვეტაში.
„ამ ღონისძიების გამართვის მიზანია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლის გაზრდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, თითქმის 40 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებაში“, - განაცხადა მეჰმეთ ალი დიმიმ.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების გამართვა ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებას.
აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის ჟურნალისტების პირველი შეხვედრის დასასრულს ერთობლივ დეკლარაციას მოეწერა ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0