https://sputnik-georgia.com/20230430/saqartvelo-laifcigis-wignis-bazrobaze-monawileobs-277191995.html
საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობს
საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობს
Sputnik საქართველო
ლაიფციგის წიგნის ბაზრობა მეორე უდიდესი წიგნის ბაზრობაა ფრანკფურტის შემდეგ 30.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-30T11:28+0400
2023-04-30T11:28+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23531/14/235311419_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_479d06736eb2026959622915e5f11df4.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს მწერალთა სახლმა წარადგინა ლიტერატურულო პროგრამა ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც ამ დღეებში გერმანიაში მიმდინარეობს.ლაიფციგის წიგნის ბაზრობა არის მეორე უდიდესი წიგნის ბაზრობა ფრანკფურტის შემდეგ და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოფენაა ლაიფციგში. ფრანკფურტისგან განსხვავებით, ეს გამოფენა პოზიციონირებულია, როგორც მსოფლიო ლიტერატურული სალონი უამრავი სხვადასხვა ღონისძიებით, საღამოებითა და აქციებით.27 აპრილს საქართველოს წარმომადგენლებმა გამართეს ლიტერატურული შეხვედრები გერმანელი, რუმინელი და ქართველი სპიკერების მონაწილეობით, ასევე თამრი ფხაკაძე/სალომე ბენიძის წიგნის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ - ავტოგრაფ-სერია და პრეზენტაცია.შაბათს, 29 აპრილს, გაიმართა გამომცემლების საღამო, სადაც ქართველმა ავტორებმა საკუთარი ახალი წიგნები წარადგინეს. ღონისძიებები გაიმართა როგორც უშუალოდ გამოფენაზე, ისე ქალაქის სხვადასხვა ლიტერატურულ სივრცეში.27-დან 30 აპრილამდე დაგეგმილ ლიტერატურულ ღონისძიებებში გერმანელ გამომცემლებთან და მოდერატორებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ქართველი მწერლები: ვასო გულეური, სალომე ბენიძე, ირმა შიოლაშვილი და ბელა ჩეკურიშვილი.საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე 2012 წლიდან არის წარმოდგენილი. წელს მწერალთა სახლი გერმანულენოვან მკითხველს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.ლაიფციგის წიგნის ბაზრობა მე-17 საუკუნეში გაჩნდა და უკვე მე-18 საუკუნეში ლაიფციგი გერმანიაში წიგნით ვაჭრობის ცენტრად იქცა. მას მერე გამომცემლები გერმანიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან გამოფენაზე წარადგენენ სხვადასხვა სახის ლიტერატურას, სასკოლო სახელმძღვანელოებს, გაზეთებსა და ჟურნალებს, კალენდრებს, მხატვრულ ალბომებსა და აუდიო წიგნებს.გამოფენის სტუმრებს შეუძლიათ არა მხოლოდ შეიძინონ წიგნები და ნაბეჭდი მასალები, არამედ დაესწრონ ლექციებს, დისკუსიებს, შეხვდნენ მწერლებს, ნახონ საუკეთესო გამომცემლებისა და ავტორების დაჯილდოების ცერემონია. ყოველწლიურად ეს ღონისძიება მხატვრული სიტყვის ათიათასობით თაყვანისმცემელს აერთიანებს.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23531/14/235311419_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_0b8802521e99ae33b80a686c4ff84c60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , კულტურა საქართველოში
საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობს
11:28 30.04.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ლაიფციგის წიგნის ბაზრობა მეორე უდიდესი წიგნის ბაზრობაა ფრანკფურტის შემდეგ
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს მწერალთა სახლმა წარადგინა ლიტერატურულო პროგრამა ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც ამ დღეებში გერმანიაში მიმდინარეობს.
ლაიფციგის წიგნის ბაზრობა არის მეორე უდიდესი წიგნის ბაზრობა ფრანკფურტის შემდეგ და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოფენაა ლაიფციგში. ფრანკფურტისგან განსხვავებით, ეს გამოფენა პოზიციონირებულია, როგორც მსოფლიო ლიტერატურული სალონი უამრავი სხვადასხვა ღონისძიებით, საღამოებითა და აქციებით.
27 აპრილს საქართველოს წარმომადგენლებმა გამართეს ლიტერატურული შეხვედრები გერმანელი, რუმინელი და ქართველი სპიკერების მონაწილეობით, ასევე თამრი ფხაკაძე/სალომე ბენიძის წიგნის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ - ავტოგრაფ-სერია და პრეზენტაცია.
შაბათს, 29 აპრილს, გაიმართა გამომცემლების საღამო, სადაც ქართველმა ავტორებმა საკუთარი ახალი წიგნები წარადგინეს. ღონისძიებები გაიმართა როგორც უშუალოდ გამოფენაზე, ისე ქალაქის სხვადასხვა ლიტერატურულ სივრცეში.
27-დან 30 აპრილამდე დაგეგმილ ლიტერატურულ ღონისძიებებში გერმანელ გამომცემლებთან და მოდერატორებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ქართველი მწერლები: ვასო გულეური, სალომე ბენიძე, ირმა შიოლაშვილი და ბელა ჩეკურიშვილი.
საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე 2012 წლიდან არის წარმოდგენილი. წელს მწერალთა სახლი გერმანულენოვან მკითხველს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.
ლაიფციგის წიგნის ბაზრობა მე-17 საუკუნეში გაჩნდა და უკვე მე-18 საუკუნეში ლაიფციგი გერმანიაში წიგნით ვაჭრობის ცენტრად იქცა. მას მერე გამომცემლები გერმანიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან გამოფენაზე წარადგენენ სხვადასხვა სახის ლიტერატურას, სასკოლო სახელმძღვანელოებს, გაზეთებსა და ჟურნალებს, კალენდრებს, მხატვრულ ალბომებსა და აუდიო წიგნებს.
გამოფენის სტუმრებს შეუძლიათ არა მხოლოდ შეიძინონ წიგნები და ნაბეჭდი მასალები, არამედ დაესწრონ ლექციებს, დისკუსიებს, შეხვდნენ მწერლებს, ნახონ საუკეთესო გამომცემლებისა და ავტორების დაჯილდოების ცერემონია. ყოველწლიურად ეს ღონისძიება მხატვრული სიტყვის ათიათასობით თაყვანისმცემელს აერთიანებს.