https://sputnik-georgia.com/20230430/prezidenti-dre-rodesac-viazrebt-tavdacvis-zalebis-danisnulebas-277195615.html
პრეზიდენტი: დღე, როდესაც ვიაზრებთ თავდაცვის ძალების დანიშნულებას
პრეზიდენტი: დღე, როდესაც ვიაზრებთ თავდაცვის ძალების დანიშნულებას
Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალებს სულ უფრო განსხვავებული ამოცანები და მოვალეობები ეკისრებათ ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად, განაცხადა პრეზიდენტმა. 30.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-30T17:51+0400
2023-04-30T17:51+0400
2023-04-30T17:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23442/97/234429734_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_e7009ea5d5d8d888915ec86a08bc0c28.jpg
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ეს ის დღეა, როცა ვაცნობიერებთ რა არის ქვეყნის თავდაცვის ძალების დანიშნულება, მათი შეუფასებელი სამსახური ქვეყნის წინაშე არა მხოლოდ ომის დროს, არამედ მშვიდობიან ჟამს, ყოველდღიურად თუ ყოველწუთიერად, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.საქართველოს შეიარაღებული ძალები 1990 წელს შეიქმნა, მაგრამ საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბადების დღედ 1991 წლის 30 აპრილი ითვლება. ამ დღეს შინაგანი ჯარების შემადგენლობაში შემავალი ეროვნული გვარდიის რიგებში პირველი საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო.სალომე ზურაბიშვილის თქმით, თავდაცვის ძალებს დღევანდელი გლობალური საფრთხეების წინაშე ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად უფრო და უფრო განსხვავებული მისიები და ვალდებულებები ეკისრებათ, მათ შორის არის ისეთი ურთულესი გამოწვევა, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება.პრეზიდენტმა პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ომებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას და მათ ოჯახებს მადლობა გადაუხადა.პრემიერ-მინისტრი: ქართული ჯარი ქვეყნის ტერიტორიის დაცვის მთავარი გარანტია >>„დღეს მათთვის პატივის მიგების დღეა, მათი ოჯახების მიმართ მადლობის გამოცხადების დღეა. ასევე, განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნით ჩვენს ვეტერანებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.1999 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები აქტიურად მონაწილეობენ სამშვიდობო მისიებში. ქართველი სამხედროები კოსოვოსა და ერაყში მსახურობდნენ, დღემდე მონაწილეობენ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში. გარდა ამისა, საქართველო წარმოდგენილია მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23442/97/234429734_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_b00ab78c1366085176c3d16efc2c2e73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს პრეზიდენტი
პრეზიდენტი: დღე, როდესაც ვიაზრებთ თავდაცვის ძალების დანიშნულებას
საქართველოს თავდაცვის ძალებს სულ უფრო განსხვავებული ამოცანები და მოვალეობები ეკისრებათ ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად, განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ეს ის დღეა, როცა ვაცნობიერებთ რა არის ქვეყნის თავდაცვის ძალების დანიშნულება, მათი შეუფასებელი სამსახური ქვეყნის წინაშე არა მხოლოდ ომის დროს, არამედ მშვიდობიან ჟამს, ყოველდღიურად თუ ყოველწუთიერად, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს შეიარაღებული ძალები 1990 წელს შეიქმნა, მაგრამ საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბადების დღედ 1991 წლის 30 აპრილი ითვლება. ამ დღეს შინაგანი ჯარების შემადგენლობაში შემავალი ეროვნული გვარდიის რიგებში პირველი საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო.
„ეს დღე არ არის და არც უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური, ცერემონიალური თუ პათეტიკით აღსავსე სიტყვების წარმოთქმის დღე, ეს დღე ქვეყნისთვის, რომელსაც საქართველოსნაირი ისტორია უდგას სათავეში, ნიშნავს, რომ ჩვენ სრულიად ვიაზრებთ და ვაფასებთ საუკუნეების მანძილზე თავდაცვის ძალების უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, შენარჩუნებაში და დღეს უკვე მის გამყარებაში, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, თავდაცვის ძალებს დღევანდელი გლობალური საფრთხეების წინაშე ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად უფრო და უფრო განსხვავებული მისიები და ვალდებულებები ეკისრებათ, მათ შორის არის ისეთი ურთულესი გამოწვევა, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება.
პრეზიდენტმა პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ომებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას და მათ ოჯახებს მადლობა გადაუხადა.
„დღეს მათთვის პატივის მიგების დღეა, მათი ოჯახების მიმართ მადლობის გამოცხადების დღეა. ასევე, განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნით ჩვენს ვეტერანებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
1999 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები აქტიურად მონაწილეობენ სამშვიდობო მისიებში. ქართველი სამხედროები კოსოვოსა და ერაყში მსახურობდნენ, დღემდე მონაწილეობენ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში. გარდა ამისა, საქართველო წარმოდგენილია მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.