https://sputnik-georgia.com/20230430/premier-ministri-qartuli-jari-qveynijs-teritoriis-dacvis-mtavari-garantia-277195422.html
პრემიერ-მინისტრი: ქართული ჯარი ქვეყნის ტერიტორიის დაცვის მთავარი გარანტია
პრემიერ-მინისტრი: ქართული ჯარი ქვეყნის ტერიტორიის დაცვის მთავარი გარანტია
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქართული არმიის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, განაცხადა პრემიერმა 30.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-30T15:30+0400
2023-04-30T15:30+0400
2023-04-30T17:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23832/26/238322643_0:0:2723:1532_1920x0_80_0_0_c2d177d239d23c255b3b70ae5feb52d6.jpg
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ქართული არმია არის საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი საყრდენი, დაცვის მთავარი გარანტი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის ძალების 32 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.საქართველოს შეიარაღებული ძალები 1990 წელს შეიქმნა, მაგრამ საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბადების დღედ 1991 წლის 30 აპრილი ითვლება. ამ დღეს შინაგანი ჯარების შემადგენლობაში შემავალი ეროვნული გვარდიის რიგებში პირველი საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო.როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა დღეს ყველაფერს აკეთებს ქართული ჯარის გაძლიერებისთვის.გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს მთელს მსოფლიოში ძალიან რთული მდგომარეობაა.საქართველოში ჯარში გაწვევიდან ფასიანი გადავადება გაუქმდება >>ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც ქართული ჯარის გაძლიერებაში წვლილი აქვს შეტანილი.„დღევანდელ დღეს, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-ს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, გისურვებთ გამარჯვებას, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.1999 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები აქტიურად მონაწილეობენ სამშვიდობო მისიებში. ქართველი სამხედროები კოსოვოსა და ერაყში მსახურობდნენ, დღემდე მონაწილეობენ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში. გარდა ამისა, საქართველო წარმოდგენილია მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23832/26/238322643_0:0:2723:2042_1920x0_80_0_0_cee19a48ac9072cfdaa8216b197243f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პრემიერ-მინისტრი: ქართული ჯარი ქვეყნის ტერიტორიის დაცვის მთავარი გარანტია
15:30 30.04.2023 (განახლებულია: 17:30 30.04.2023) საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქართული არმიის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ქართული არმია არის საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი საყრდენი, დაცვის მთავარი გარანტი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის ძალების 32 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
საქართველოს შეიარაღებული ძალები 1990 წელს შეიქმნა, მაგრამ საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბადების დღედ 1991 წლის 30 აპრილი ითვლება. ამ დღეს შინაგანი ჯარების შემადგენლობაში შემავალი ეროვნული გვარდიის რიგებში პირველი საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო.
„მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს, მთავარ გარანტს. დღევანდელ დღეს, მინდა, ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული გმირი მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ჩვენი გმირი მეომრების ხსოვნის წინაშე, რომელთა ბრძოლასა და თავდადებაზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მომავალი. მათმა ბრძოლამ გააძლიერა ქართული იდენტობა“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა დღეს ყველაფერს აკეთებს ქართული ჯარის გაძლიერებისთვის.
„ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს, ჩვენი ვალია, მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი, მეტად იყოს დაფასებული თითოეული თქვენგანის სამსახური“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს მთელს მსოფლიოში ძალიან რთული მდგომარეობაა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც ქართული ჯარის გაძლიერებაში წვლილი აქვს შეტანილი.
„დღევანდელ დღეს, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-ს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, გისურვებთ გამარჯვებას, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1999 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები აქტიურად მონაწილეობენ სამშვიდობო მისიებში. ქართველი სამხედროები კოსოვოსა და ერაყში მსახურობდნენ, დღემდე მონაწილეობენ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში. გარდა ამისა, საქართველო წარმოდგენილია მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.