https://sputnik-georgia.com/20230429/ramdeni-amomrceveli-mivida-arcevnebze-bolo-monacemebi-277179234.html
რამდენი ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე - ბოლო მონაცემები
რამდენი ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ამომრჩევლები პროცესს დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ, აღნიშნეს ცესკოში 29.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-29T18:20+0400
2023-04-29T18:20+0400
2023-04-29T18:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ცესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260124845_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_defb3b3de1f92fe95adeceee667c3b56.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს 10 ოლქში მიმდინარე შუალედურ და ვადამდელ არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩევლების აქტივობამ 20,25% შეადგინა, სერიოზული დარღვევები არ შეინიშნება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციაში.ამ დროისთვის, რეგისტრირებული 185.056 ამომრჩევლიდან 37.695-მა უკვე გააკეთა არჩევანი. კენჭისყრა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად იმართება, სადაც ამომრჩევლები ბიულეტენზე არჩეული კანდიდატის გადასწვრივ წრეს ავსებენ. დანარჩენ უბნებზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და იქ ამომრჩევლები უბრალოდ არჩეული კანდიდატის ნომერს შემოხაზავენ.როგორ მიმდინარეობს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები: ცესკო >>ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების პირველი შედეგები შაბათს საღამოს გახდება ცნობილი. იმ უბნების შემთხვევაში, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად მიმდინარეობს, არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260124845_67:0:1204:853_1920x0_80_0_0_00a54d7992d152aa15c7c28f9fd0c89b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ცესკო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ცესკო
რამდენი ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე - ბოლო მონაცემები
ამომრჩევლები პროცესს დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ, აღნიშნეს ცესკოში
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს 10 ოლქში მიმდინარე შუალედურ და ვადამდელ არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩევლების აქტივობამ 20,25% შეადგინა, სერიოზული დარღვევები არ შეინიშნება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციაში.
ამ დროისთვის, რეგისტრირებული 185.056 ამომრჩევლიდან 37.695-მა უკვე გააკეთა არჩევანი. კენჭისყრა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა და ყველანი ველოდებით, კენჭისყრის პროცესში როგორ იმუშავებს ელექტრონული ტექნოლოგია, თუმცა, აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო კომისია, როგორც ამომრჩევლები, დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში“,– განაცხადა შარაბიძემ.
117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად იმართება, სადაც ამომრჩევლები ბიულეტენზე არჩეული კანდიდატის გადასწვრივ წრეს ავსებენ. დანარჩენ უბნებზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და იქ ამომრჩევლები უბრალოდ არჩეული კანდიდატის ნომერს შემოხაზავენ.
ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების პირველი შედეგები შაბათს საღამოს გახდება ცნობილი. იმ უბნების შემთხვევაში, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად მიმდინარეობს, არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.