https://sputnik-georgia.com/20230429/rogor-mimdinareobs-sualeduri-da-riggarese-arcevnebi-saqartvelosi-277175851.html
როგორ მიმდინარეობს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები: ცესკო
როგორ მიმდინარეობს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები: ცესკო
Sputnik საქართველო
კენჭისყრა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა 185.086 ამომრჩეველს შეუძლია. 29.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-29T14:00+0400
2023-04-29T14:00+0400
2023-04-29T15:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ცესკო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260117274_0:73:1281:793_1920x0_80_0_0_f9453ba760f8ef2522596363c0b3a4f9.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ამ დროისთვის ათივე მუნიციპალიტეტში, სადაც შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.დღეს კონკრეტული რაიონების მოსახლეობა საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის მოსახლეობა საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერების არჩევნები ტარდება.კენჭისყრა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა 185.086 ამომრჩეველს შეუძლია.117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად იმართება, სადაც ამომრჩევლები ბიულეტენზე არჩეული კანდიდატის გადასწვრივ წრეს ავსებენ. დანარჩენ უბნებზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და იქ ამომრჩევლები უბრალოდ არჩეული კანდიდატის ნომერს შემოხაზავენ.როგორც ცესკოს პრესსპიკერმა აღნიშნა, ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები.იოსელიანის განცხადებით, ადგილი ჰქონდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა.მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას გათვალისწინებული და დაზღვეული აქვს ყველა შესაძლო რისკი და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხდება.გარდა ამისა, ნათია იოსელიანმა ისაუბრა იმ სიახლეებზეც, რომლებიც ამომრჩევლებს ამ არჩევნებზე დახვდა.რაც შეეხება აქტივობას, ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მისული იყო 22.557 (12,19%) ამომრჩეველი.„ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში დაფიქსირდა, სადაც მოსულია ამომრჩეველთა 25,3 %. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი“, - განაცხადა იოსელიანმა.პრეს-სპიკერმა შეახსენა ამომრჩეველს, რომ საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ, ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით – cesko.ge.„ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების პირველი შედეგები შაბათს საღამოს გახდება ცნობილი.იმ უბნების შემთხვევაში, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად მიმდინარეობს, არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260117274_43:0:1180:853_1920x0_80_0_0_af2a5e7b949dd8931fb77496b82ef6a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
როგორ მიმდინარეობს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები: ცესკო
14:00 29.04.2023 (განახლებულია: 15:50 29.04.2023) კენჭისყრა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა 185.086 ამომრჩეველს შეუძლია.
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ამ დროისთვის ათივე მუნიციპალიტეტში, სადაც შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
დღეს კონკრეტული რაიონების მოსახლეობა საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის მოსახლეობა საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერების არჩევნები ტარდება.
კენჭისყრა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა 185.086 ამომრჩეველს შეუძლია.
117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად იმართება, სადაც ამომრჩევლები ბიულეტენზე არჩეული კანდიდატის გადასწვრივ წრეს ავსებენ. დანარჩენ უბნებზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და იქ ამომრჩევლები უბრალოდ არჩეული კანდიდატის ნომერს შემოხაზავენ.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა აღნიშნა, ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები.
იოსელიანის განცხადებით, ადგილი ჰქონდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას გათვალისწინებული და დაზღვეული აქვს ყველა შესაძლო რისკი და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხდება.
გარდა ამისა, ნათია იოსელიანმა ისაუბრა იმ სიახლეებზეც, რომლებიც ამომრჩევლებს ამ არჩევნებზე დახვდა.
„იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან“... პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. ეს არის ერთ-ერთი იმ სიახლეებიდან, რომელსაც დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია სთავაზობს ამომრჩევლებს“, – აღნიშნა იოსელიანმა.
რაც შეეხება აქტივობას, ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მისული იყო 22.557 (12,19%) ამომრჩეველი.
„ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში დაფიქსირდა, სადაც მოსულია ამომრჩეველთა 25,3 %. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი“, - განაცხადა იოსელიანმა.
პრეს-სპიკერმა შეახსენა ამომრჩეველს, რომ საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ, ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით – cesko.ge.
„ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.
ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების პირველი შედეგები შაბათს საღამოს გახდება ცნობილი.
იმ უბნების შემთხვევაში, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად მიმდინარეობს, არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.