მდინარაძე: ხელისუფლების ვალდებულებაა, არ დაუშვას ომი და ქაოსი

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2023
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს, განაცხადა მდინარაძემ
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ყველას ამოცანაა თავიდან აიცილოს ის ომი და ქაოსი, რომელიც ოპოზიციას სურს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
28 აპრილს ოპოზიციამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებს
„რადიკალური ოპოზიციის გეგმის ჯაჭვი ასეთია, რომ უპირველესად, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოჰყვეს არეულობა, ქაოსი ამ ქვეყანაში, ამის შემდეგ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ, თუ მიუსწრებენ და ომი მანამდე არ დასრულდება, ჩაერთონ ომში და ეს ქვეყანა გაწირონ სხვისი ინტერესებისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არ უნდა დაუშვას ომი და ქაოსი.
„ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და დღეს ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ყველა ვალდებულია, რომ ხალხის ინტერესი გაატაროს, არ შევიდეს ომში, არ იყოს ქაოსი ამ ქვეყანაში და ეს ქვეყანა არ გახდეს ერთ-ერთი მოთამაშე პატარა პაიკი, რომელსაც ადვილად გაწირავენ დაფაზე ისე, რომ საერთოდ არავინ დააკვირდება, რა ხდება და ამ პაიკს რა ბედი ელოდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. იმავე დღეს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
დეპუტატი: დასავლეთის ზეწოლის გამო ქართული საზოგადოების მოთმინება ზღვარზეა >>
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო - 2022 წლის განმავლობაში 80-ზე მეტ კანონში ცვლილებები შევიდა. პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასების ანგარიშს, რომლის საფუძველზეც 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო წლის ბოლოს – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
ყველა ახალი ამბავი
0