კობახიძე: ოპოზიციის გეგმები განწირულია წარუმატებლობისთვის

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2023
გამოწერა
ოპოზიცია ეცდება რადიკალურ ზომებს მიმართოს, ივარაუდა კობახიძემ
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების მიერ საქართველოში არეულობის მოწყობის გეგმები განწირულია წარუმატებლობისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
28 აპრილს ოპოზიციამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებს
„ისინი ვერც მალავენ, რომ აქვთ გათვლა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ ამა წლის დეკემბერში ვერ მიიღებს, მათ ეს უნდათ გამოიყენონ ეს ფაქტი არეულობის მოსაწყობად ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი გათვლა. სწორედ ამის გამო აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. თუმცა, ყველა შემთხვევაში, მათი გეგმები განწირულია წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის არევის შესაძლებლობას არავის არ მისცემს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის მივცემთ ქვეყნის არევის შესაძლებლობას. დაველოდოთ დეკემბერს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული განსხვავებით შარშანდელი წლისგან. ასეც თუ ისეც, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის გეგმები განწირულია სრული ფიასკოსთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია ეცდება რადიკალურ ზომებს მიმართოს.
„ამას ეცდებიან, ამისთვის ამზადებენ ისინი აქტივს, მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილებით“ აგრესიული ქმედებებისთვის. ეს არის მათი გეგმები, თუმცა, სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და როგორც წინა წელს არ მიეცათ ქვეყნის არევს შესაძლებლობა, ასევე იქნება მომდევნო წლებშიც. ჩვენ რადიკალებს ვერ მივცემთ ამ ქვეყნის არევის შესაძლებლობას“, - განაცხადა კობახიძემ.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. იმავე დღეს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
დეპუტატი: დასავლეთის ზეწოლის გამო ქართული საზოგადოების მოთმინება ზღვარზეა >>
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო - 2022 წლის განმავლობაში 80-ზე მეტ კანონში ცვლილებები შევიდა. პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასების ანგარიშს, რომლის საფუძველზეც 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო წლის ბოლოს – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
ყველა ახალი ამბავი
0