https://sputnik-georgia.com/20230428/sudanidan-saqartvelos-moqalaqeebis-evakuacia-dasrulebulia-277142106.html
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დასრულებულია
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დასრულებულია
Sputnik საქართველო
სუდანიდან სამშობლოში საქართველოს ყველა მოქალაქე დაბრუნდა. 28.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-28T12:52+0400
2023-04-28T12:52+0400
2023-04-28T19:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სუდანი
კონფლიქტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24888/77/248887755_0:141:1277:859_1920x0_80_0_0_24ac2c15d869a904c78727173118d1be.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ავიაკომპანია MyWay-ს 13 თანამშრომელი, რომლებიც ვერ ახერხებდნენ სუდანის დატოვებას, სადაც ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს, საქართველოში დაბრუნდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი". სუდანში საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, მათი უმეტესობა ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებოდნენ. 25 აპრილს სუდანიდან თანამემამულეების ევაკუაცია განხორციელდა. ისინი სახმელეთო გზით ეგვიპტეში გადაიყვანეს, საიდანაც ერთი ნაწილი სამშობლოში 27 აპრილს დაბრუნდა. გუშინ თბილისში ავიაკომპანია Geosky-ს 20 თანამშრომელი დაბრუნდა. ევაკუაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს საელჩოები თურქეთსა და ეგვიპტეში. როგორც ადრე ქართული ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი თვითმფრინავები, სავარაუდოდ, სუდანში საომარი მოქმედებების შედეგად განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკომპანია MyWay-ს თვითმფრინავი დაიწვა, ავიაკომპანია Geosky-ს თვითმფრინავი კი მნიშვნელოვნად დაზიანებულია. რა ზიანი მიადგა ქართულ ავიაკომპანიებს სუდანში?>>ქართული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებმა ჯერ არ იციან, როდის ექნებათ საშუალება, მდგომარეობა ადგილზე შეაფასონ იმის გათვალისწინებით, რომ უცნობია, როდის მოხდება კონფლიქტის დეესკალაცია სუდანში. სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა. სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 600-მდე ადამიანია დაღუპული. ჯანმომ კვირას განაცხადა, რომ დაიღუპა 459 ადამიანი და დაიჭრა 4.072.
საქართველო
სუდანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24888/77/248887755_0:0:1275:956_1920x0_80_0_0_664a07fdbe5ce5bcf96c6be05c75c562.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სუდანი, კონფლიქტები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სუდანი, კონფლიქტები
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დასრულებულია
12:52 28.04.2023 (განახლებულია: 19:13 28.04.2023) სუდანიდან სამშობლოში საქართველოს ყველა მოქალაქე დაბრუნდა.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ავიაკომპანია MyWay-ს 13 თანამშრომელი, რომლებიც ვერ ახერხებდნენ სუდანის დატოვებას, სადაც ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს, საქართველოში დაბრუნდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
სუდანში საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, მათი უმეტესობა ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებოდნენ. 25 აპრილს სუდანიდან თანამემამულეების ევაკუაცია განხორციელდა. ისინი სახმელეთო გზით ეგვიპტეში გადაიყვანეს, საიდანაც ერთი ნაწილი სამშობლოში 27 აპრილს დაბრუნდა.
გუშინ თბილისში ავიაკომპანია Geosky-ს 20 თანამშრომელი დაბრუნდა. ევაკუაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს საელჩოები თურქეთსა და ეგვიპტეში.
როგორც ადრე ქართული ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი თვითმფრინავები, სავარაუდოდ, სუდანში საომარი მოქმედებების შედეგად განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკომპანია MyWay-ს თვითმფრინავი დაიწვა, ავიაკომპანია Geosky-ს თვითმფრინავი კი მნიშვნელოვნად დაზიანებულია.
ქართული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებმა ჯერ არ იციან, როდის ექნებათ საშუალება, მდგომარეობა ადგილზე შეაფასონ იმის გათვალისწინებით, რომ უცნობია, როდის მოხდება კონფლიქტის დეესკალაცია სუდანში.
სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა.
სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 600-მდე ადამიანია დაღუპული. ჯანმომ კვირას განაცხადა, რომ დაიღუპა 459 ადამიანი და დაიჭრა 4.072.