https://sputnik-georgia.com/20230427/ra-ziani-miadga-qartul-aviakompaniebs-sudanshi-277123142.html
რა ზიანი მიადგა ქართულ ავიაკომპანიებს სუდანში?
რა ზიანი მიადგა ქართულ ავიაკომპანიებს სუდანში?
Sputnik საქართველო
სუდანში ქართული ავიაკომპანიების თვითმფრინავები, სავარაუდოდ, საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებულია. 27.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-27T18:37+0400
2023-04-27T18:37+0400
2023-04-27T21:53+0400
საქართველო
სუდანი
კონფლიქტები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24630/49/246304950_0:176:1848:1216_1920x0_80_0_0_f86a98df1a647262b224630bef0f26c8.jpg
თბილიდი, 27 აპრილი — Sputnik. სუდანში, სადაც ბრძოლები მიდის, ქართული ავიაკომპანიების კუთვნილი სამი თვითმფრინავიდან ორი დაზიანებულია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".სუდანში აპრილის შუა რიცხვებიდან ბრძოლები მიმდინარეობს სწრაფი რეაგირების ძალებსა და რეგულარულ არმიას შორის. ქვეყანაში საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, ძირითადად ავიაკომპანიების მივლინებაში მყოფი თანამშრომლები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით 25 აპრილს სუდანიდან მათი ევაკუაცია განხორციელდა. ისინი სახმელეთო გზით ეგვიპტეში გადაიყვანეს, საიდანაც მათი ნაწილი სამშობლოში უკვე დაბრუნდა.მედიის ცნობით, სუდანის დედაქალაქის აეროპორტში ავიაკომპანია MyWay-ს ორი თვითმფრინავი იმყოფება, რომელთაგან ერთი დაიწვა. ავიაკომპანია Geosky-ს თვითმფრინავი კი მნიშვნელოვნად დაზიანებულია.ქართული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებმა არ იციან როდის შეძლებენ ზარალის შეფასებას იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება სუდანში კონფლიქტის დეესკალაცია.სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა>>>ხუთშაბათს საქართველოში ავიაკომპანია GeoSky-ს 20 თანამშრომელი დაბრუნდა, ამ დრომდე კაიროში იმყოფება ავიაკომპანია MyWay-ს 13 თანამშრომელი, რომლებიც სამშობლოში ხვალ, 28 აპრილს დაბრუნდებიან.საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს საელჩოები თურქეთსა და ეგვიპტეში.სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა.სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 600-მდე ადამიანია დაღუპული. ჯანმომ კვირას განაცხადა, რომ დაიღუპა 420-ზე მეტი ადამიანი და დაიჭრა 3,7 ათასზე მეტი. სუდანის ექიმთა პროფკავშირების ინფორმაციით, შეტაკებების დაწყებიდან დაიღუპა 256 მშვიდობიანი მცხოვრები და დაშავდა 1.454 მოქალაქე.
საქართველო
სუდანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24630/49/246304950_57:0:1689:1224_1920x0_80_0_0_ea68e49d637f7f1987992422db6fd176.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სუდანი, კონფლიქტები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სუდანი, კონფლიქტები, საზოგადოება, ახალი ამბები
რა ზიანი მიადგა ქართულ ავიაკომპანიებს სუდანში?
18:37 27.04.2023 (განახლებულია: 21:53 27.04.2023) სუდანში ქართული ავიაკომპანიების თვითმფრინავები, სავარაუდოდ, საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებულია.
თბილიდი, 27 აპრილი — Sputnik. სუდანში, სადაც ბრძოლები მიდის, ქართული ავიაკომპანიების კუთვნილი სამი თვითმფრინავიდან ორი დაზიანებულია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
სუდანში აპრილის შუა რიცხვებიდან ბრძოლები მიმდინარეობს სწრაფი რეაგირების ძალებსა და რეგულარულ არმიას შორის. ქვეყანაში საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, ძირითადად ავიაკომპანიების მივლინებაში მყოფი თანამშრომლები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით 25 აპრილს სუდანიდან მათი ევაკუაცია განხორციელდა. ისინი სახმელეთო გზით ეგვიპტეში გადაიყვანეს, საიდანაც მათი ნაწილი სამშობლოში უკვე დაბრუნდა.
მედიის ცნობით, სუდანის დედაქალაქის აეროპორტში ავიაკომპანია MyWay-ს ორი თვითმფრინავი იმყოფება, რომელთაგან ერთი დაიწვა. ავიაკომპანია Geosky-ს თვითმფრინავი კი მნიშვნელოვნად დაზიანებულია.
ქართული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებმა არ იციან როდის შეძლებენ ზარალის შეფასებას იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება სუდანში კონფლიქტის დეესკალაცია.
ხუთშაბათს საქართველოში ავიაკომპანია GeoSky-ს 20 თანამშრომელი დაბრუნდა, ამ დრომდე კაიროში იმყოფება ავიაკომპანია MyWay-ს 13 თანამშრომელი, რომლებიც სამშობლოში ხვალ, 28 აპრილს დაბრუნდებიან.
საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს საელჩოები თურქეთსა და ეგვიპტეში.
სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა.
სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 600-მდე ადამიანია დაღუპული. ჯანმომ კვირას განაცხადა, რომ დაიღუპა 420-ზე მეტი ადამიანი და დაიჭრა 3,7 ათასზე მეტი. სუდანის ექიმთა პროფკავშირების ინფორმაციით, შეტაკებების დაწყებიდან დაიღუპა 256 მშვიდობიანი მცხოვრები და დაშავდა 1.454 მოქალაქე.