სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა

© photo: Sputnik / Stringerთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
გამოწერა
სუდანში ქართული ავიაკომპანიების თვითმფრინავები, სავარაუდოდ, საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებულია.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც ვერ ტოვებდნენ სუდანს, სადაც აპრილის შუა რიცხვებიდან ბრძოლები მიმდინარეობს სწრაფი რეაგირების ძალებსა და რეგულარულ არმიას შორის.
სუდანში საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, მათი უმეტესობა ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებოდნენ. 25 აპრილს სუდანიდან თანამემამულეების ევაკუაცია განხორციელდა. ისინი სახმელეთო გზით ეგვიპტეში გადაიყვანეს, საიდანაც სამშობლოში დაბრუნება მოახერხეს.
დღეს სამშობლოში მხოლოდ ავიაკომპანია GeoSky-ს 20 თანამშრომელი დაბრუნდა, ამ დრომდე კაიროში იმყოფება ავიაკომპანია MyWay-ს 13 თანამშრომელი, რომლებიც საქართველოში ხვალ დაბრუნდებიან.
საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან უსაფრთხოდ გამოყვანა საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტნიორი კომპანიების დახმარებით უზრუნველყო. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს საელჩოები თურქეთსა და ეგვიპტეში.
ბოევიკებმა ბიოლაბორატორია აიღეს: საშიში დაავადებების ნიმუშები საფრთხეშია>>>
როგორც ადრე ქართული ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი თვითმფრინავები, სავარაუდოდ, სუდანში საომარი მოქმედებების შედეგად განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკომპანია Myway-ს თვითმფრინავი დაიწვა, ავიაკომპანია Geosky-ს თვითმფრინავი კი მნიშვნელოვნად დაზიანებულია.
სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა.
სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 600-მდე ადამიანია დაღუპული. ჯანმომ კვირას განაცხადა, რომ დაიღუპა 420-ზე მეტი ადამიანი და დაიჭრა 3,7 ათასზე მეტი. სუდანის ექიმთა პროფკავშირების ინფორმაციით, შეტაკებების დაწყებიდან დაიღუპა 256 მშვიდობიანი მცხოვრები და დაშავდა 1.454 მოქალაქე.
ყველა ახალი ამბავი
0