https://sputnik-georgia.com/20230428/saqartveloshi-erovnuli-politika-sheizleba-sherbildes-277160358.html
საქართველოში მონეტარული პოლიტიკა შეიძლება შერბილდეს
საქართველოში მონეტარული პოლიტიკა შეიძლება შერბილდეს
Sputnik საქართველო
შერბილდება თუ არა მონეტარული პოლიტიკა, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღებენ, რომელიც 10 მაისს გაიმართება. 28.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-28T20:21+0400
2023-04-28T20:21+0400
2023-04-28T22:33+0400
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
საზოგადოება
ახალი ამბები
მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს 2020
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილება მიმდინარე წლის აპრილის ინფლაციის მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა.საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანია ინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და რამდენიმე თვეა რეფინანსირების განაკვეთს 11%-ის დონეზე ტოვებს.მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება შესაძლებელი მას შემდეგ გახდება, რაც ინფლაციის ადგილობრივი კომპონენტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთება.„ჩვენ უნდა დავინახოთ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციაზე ინფლაციის შემცირების ტენდენცია, რათა დავიწყოთ მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.მისი თქმით, შერბილდება თუ არა მონეტარული პოლიტიკა, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღებენ, რომელიც 10 მაისს გაიმართება.საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები მარტში შემცირდა>>>ბოლო მონაცემით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის მარტი 2022 წლის მარტთან შედარებით) 5,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო.2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. თუმცა 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე განაკვეთი ისევ გაიზარდა – 8%-დან 10,5%-მდე.რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, ახალი ამბები, მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს 2020
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, ახალი ამბები, მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს 2020
საქართველოში მონეტარული პოლიტიკა შეიძლება შერბილდეს
20:21 28.04.2023 (განახლებულია: 22:33 28.04.2023) შერბილდება თუ არა მონეტარული პოლიტიკა, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღებენ, რომელიც 10 მაისს გაიმართება.
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილება მიმდინარე წლის აპრილის ინფლაციის მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანია ინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და რამდენიმე თვეა რეფინანსირების განაკვეთს 11%-ის დონეზე ტოვებს.
„როდესაც ცნობილი გახდება მიმდინარე თვის ინფლაციის მაჩვენებელი, ეს იქნება ჩვენთვის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა მესტვირიშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება შესაძლებელი მას შემდეგ გახდება, რაც ინფლაციის ადგილობრივი კომპონენტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთება.
„ჩვენ უნდა დავინახოთ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციაზე ინფლაციის შემცირების ტენდენცია, რათა დავიწყოთ მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
მისი თქმით, შერბილდება თუ არა მონეტარული პოლიტიკა, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღებენ, რომელიც 10 მაისს გაიმართება.
ბოლო მონაცემით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის მარტი 2022 წლის მარტთან შედარებით) 5,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. თუმცა 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე განაკვეთი ისევ გაიზარდა – 8%-დან 10,5%-მდე.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.