https://sputnik-georgia.com/20230428/prokuraturam-erti-piris-mimart-saqme-arzra-277142724.html
თაღლითობა ინტერნეტით - პროკურატურა საქმეს იძიებს
თაღლითობა ინტერნეტით - პროკურატურა საქმეს იძიებს
Sputnik საქართველო
ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ათობით ათას ლარს. 28.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-28T13:39+0400
2023-04-28T13:39+0400
2023-04-28T20:10+0400
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_600fae328370d2ee90c8ab9d8abac575.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი ადამიანის მიმართ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელითა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გაეცნო გამოგონილი სახელებით, შევიდა მათთან ნდობაში და თითქოსდა აშშ-ში გამგზავრების, ასევე ესტონეთისა და ლიეტუვის რესპუბლიკების სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ დიდი ოდენობით ფულადი თანხები მოსთხოვა. პარალელურ რეჟიმში ბრალდებულმა მოიძია საქართველოში კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირები, რომლებსაც სოციალური ქსელების ყალბი პროფილებით დაუკავშირდა და კრიპტოვალუტის შეძენაზე შეუთანხმდა. ბრალდებულმა ვითომდა გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ დაზარალებულებს დიდი ოდენობით ფულადი თანხები მის მიერ წინასწარ მოძიებული კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირების კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინა. სანაცვლოდ კი ამ უკანასკნელებს ჩარიცხული თანხის შესაბამისი ოდენობის კრიპტოვალუტა მოსთხოვა, რომელიც თავის კრიტპო-საფულეებზე გადაიტანა და მიისაკუთრა. თავს პროკურატურის თანამშრომლად ასაღებდა: თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს>>ამ გზით ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ათობით ათას ლარს. უწყების ცნობით, დაყადაღებულია ბრალდებულის სახელზე ვირტუალური აქტივების სერვის-პროვაიდერების პლატფორმებზე გახსნილი საფულეები და მათზე განთავსებული კრიპტოვალუტა. ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაიწყო. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_d6a3816edd47cc307fba71e26b1f43e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თაღლითობა ინტერნეტით - პროკურატურა საქმეს იძიებს
13:39 28.04.2023 (განახლებულია: 20:10 28.04.2023) ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ათობით ათას ლარს.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი ადამიანის მიმართ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელითა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გაეცნო გამოგონილი სახელებით, შევიდა მათთან ნდობაში და თითქოსდა აშშ-ში გამგზავრების, ასევე ესტონეთისა და ლიეტუვის რესპუბლიკების სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ დიდი ოდენობით ფულადი თანხები მოსთხოვა.
პარალელურ რეჟიმში ბრალდებულმა მოიძია საქართველოში კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირები, რომლებსაც სოციალური ქსელების ყალბი პროფილებით დაუკავშირდა და კრიპტოვალუტის შეძენაზე შეუთანხმდა.
ბრალდებულმა ვითომდა გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ დაზარალებულებს დიდი ოდენობით ფულადი თანხები მის მიერ წინასწარ მოძიებული კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირების კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინა. სანაცვლოდ კი ამ უკანასკნელებს ჩარიცხული თანხის შესაბამისი ოდენობის კრიპტოვალუტა მოსთხოვა, რომელიც თავის კრიტპო-საფულეებზე გადაიტანა და მიისაკუთრა.
ამ გზით ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ათობით ათას ლარს.
უწყების
ცნობით, დაყადაღებულია ბრალდებულის სახელზე ვირტუალური აქტივების სერვის-პროვაიდერების პლატფორმებზე გახსნილი საფულეები და მათზე განთავსებული კრიპტოვალუტა.
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაიწყო.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.