https://sputnik-georgia.com/20230317/tarliobis-braldebit-erti-piri-daakaves-275879548.html
თავს პროკურატურის თანამშრომლად ასაღებდა: თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თავს პროკურატურის თანამშრომლად ასაღებდა: თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
გამოძიებამ დაადგინა, რომ არარსებულ ოჯახის პროგრამაში ჩართვის დაპირებით ბრალდებულმა დაახლოებით 10,5 ათასი დოლარი მიიღო. 17.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-17T20:36+0400
2023-03-17T20:36+0400
2023-03-17T22:36+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/17/250687603_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_387ea44c0788fc80f54c7bed9f67ba25.jpg
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უწყების სახელით თაღლითობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.პროკურატურის მონაცემებით, ბრალდებულმა თავი პროკურატურის თანამშრომლად წარადგინა და დაზარალებულს აშშ-ის ვიზებს და ამ ქვეყანაში ნათესავების გამგზავრებას დაჰპირდა.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, თითქოს საქართველოს პროკურატურასა და აშშ-ს შორის არის გაცვლითი პროგრამა, რომლის თანახმად წლის განმავლობაში 5–6 ოჯახს საქართველოდან აშშ-ში წასვლა და იქ მუშაობა შეუძლია. ბრალდებული მათ დაჰპირდა, რომ ისინი მიიღებდნენ ცხოვრების ნებართვას, პოლიტიკურ სტატუსს და მუშაობის უფლებას.თაღლითობა სახელმწიფოს სახელით - პროკურატურამ სამ ადამიანს ბრალდება წაუყენა>>გამოძიების მონაცემებით, არარსებულ ოჯახის პროგრამაში ჩასართავად ბრალდებულმა დაახლოებით 10,5 ათასი დოლარი მიიღო.ახლა ბრალდებულს დიდი ოდენობით თაღლითობისთვის ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ელოდება. პროკურატურა სასამართლოს გამოძიების პერიოდში მისი პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/17/250687603_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_ef8c5c443560eb40ed1bafd22ba1acc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
თავს პროკურატურის თანამშრომლად ასაღებდა: თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
20:36 17.03.2023 (განახლებულია: 22:36 17.03.2023) გამოძიებამ დაადგინა, რომ არარსებულ ოჯახის პროგრამაში ჩართვის დაპირებით ბრალდებულმა დაახლოებით 10,5 ათასი დოლარი მიიღო.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უწყების სახელით თაღლითობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
პროკურატურის მონაცემებით, ბრალდებულმა თავი პროკურატურის თანამშრომლად წარადგინა და დაზარალებულს აშშ-ის ვიზებს და ამ ქვეყანაში ნათესავების გამგზავრებას დაჰპირდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, თითქოს საქართველოს პროკურატურასა და აშშ-ს შორის არის გაცვლითი პროგრამა, რომლის თანახმად წლის განმავლობაში 5–6 ოჯახს საქართველოდან აშშ-ში წასვლა და იქ მუშაობა შეუძლია. ბრალდებული მათ დაჰპირდა, რომ ისინი მიიღებდნენ ცხოვრების ნებართვას, პოლიტიკურ სტატუსს და მუშაობის უფლებას.
გამოძიების მონაცემებით, არარსებულ ოჯახის პროგრამაში ჩასართავად ბრალდებულმა დაახლოებით 10,5 ათასი დოლარი მიიღო.
ახლა ბრალდებულს დიდი ოდენობით თაღლითობისთვის ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ელოდება. პროკურატურა სასამართლოს გამოძიების პერიოდში მისი პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.