https://sputnik-georgia.com/20230428/independent-batumi-sauketeso-top-ateulshi-sheiyvana-277162508.html
INDEPENDENT-მა ზაფხულის გასატარებლად ბათუმი საუკეთესოთა ტოპ-ათეულში შეიყვანა
INDEPENDENT-მა ზაფხულის გასატარებლად ბათუმი საუკეთესოთა ტოპ-ათეულში შეიყვანა
Sputnik საქართველო
გადაუხვიეთ ჩვეული მარშრუტიდან და აღმოაჩინეთ უნიკალური ბათუმი, წერს სტატიის ავტორი. 28.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-28T21:00+0400
2023-04-28T21:00+0400
2023-04-28T22:47+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
აჭარა
ამინდი ბათუმში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/16/276020648_0:155:3092:1894_1920x0_80_0_0_f3c916ff6f79df6ddb3676303c42a3b0.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. პრესტიჟულმა ბრიტანულმა ონლაინ-გამოცემა INDEPENDENT-მა, რომლის აუდიტორიაც თითქმის 100 მილიონ ადამიანს აღწევს, გამოაქვეყნა სტატია „ათი შთამაგონებელი იდეა აქტიური მოგზაურობისთვის“ და ბათუმი ზაფხულის ათ საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ჩამონათვალში შეიყვანა.ბათუმი სიაში მეორე ადგილზეა, ათეულში შევიდა ისეთი ქალაქები, როგორიცაა ნანტერი (საფრანგეთი), ერისეირა (პორტუგალია), სავორი (მონტენეგრო) და ა.შ.როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბათუმი სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე.ქალაქი სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს და თავისი 2-ათასწლიანი ისტორიის მანძილზე იქცა ისეთი ცნობილი მწერლების შთაგონების ადგილად, როგორებიც არიან ჯონ სტეინბეკი, კნუტ ჰამსუნი, ჟორჟ სიმენონი, ასევე ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან ძმები ნობელები, ალფონს როტშილდი, ნათქვამია მასალაში.„მსოფლიო დონის ქალაქის ცენტრში თავმოყრილია ძვირადღირებული სასტუმროები, საუკეთესო რესტორნები, სპორტული შენობები და ყველაფერი გაჯერებულია რეალური ემოციებით, კლასიკური ტრადიციების პატივისცემით და ხელოვნების მიმზიდველი ნიმუშებით. გადაუხვიეთ ჩვეულებრივი მარშრუტიდან და აღმოაჩინეთ უნიკალური ბათუმი“, – აღნიშნულია სტატიაში.აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად ივნისის შუა რიცხვებში იხსნება. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი იწყება ტრადიციული სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ".
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/16/276020648_181:0:2912:2048_1920x0_80_0_0_db20d3f8f893f40b60b2f706b98852ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, აჭარა , ამინდი ბათუმში, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, აჭარა , ამინდი ბათუმში, ახალი ამბები
INDEPENDENT-მა ზაფხულის გასატარებლად ბათუმი საუკეთესოთა ტოპ-ათეულში შეიყვანა
21:00 28.04.2023 (განახლებულია: 22:47 28.04.2023) გადაუხვიეთ ჩვეული მარშრუტიდან და აღმოაჩინეთ უნიკალური ბათუმი, წერს სტატიის ავტორი.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. პრესტიჟულმა ბრიტანულმა ონლაინ-გამოცემა INDEPENDENT-მა, რომლის აუდიტორიაც თითქმის 100 მილიონ ადამიანს აღწევს, გამოაქვეყნა სტატია „ათი შთამაგონებელი იდეა აქტიური მოგზაურობისთვის“ და ბათუმი ზაფხულის ათ საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ჩამონათვალში შეიყვანა.
ბათუმი სიაში მეორე ადგილზეა, ათეულში შევიდა ისეთი ქალაქები, როგორიცაა ნანტერი (საფრანგეთი), ერისეირა (პორტუგალია), სავორი (მონტენეგრო) და ა.შ.
„ბათუმი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, თავისთავად არის კულტურის, გემოვნების, თავგადასავლებისა და ემოციების გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებს შუა საუკუნეების ხიდებს, უძველეს კულტურულ არტეფაქტებს, მომხიბვლელ ტბებსა და ავთენტურ სტუმართმოყვარე სოფლებს", – ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბათუმი სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე.
ქალაქი სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს და თავისი 2-ათასწლიანი ისტორიის მანძილზე იქცა ისეთი ცნობილი მწერლების შთაგონების ადგილად, როგორებიც არიან ჯონ სტეინბეკი, კნუტ ჰამსუნი, ჟორჟ სიმენონი, ასევე ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან ძმები ნობელები, ალფონს როტშილდი, ნათქვამია მასალაში.
„მსოფლიო დონის ქალაქის ცენტრში თავმოყრილია ძვირადღირებული სასტუმროები, საუკეთესო რესტორნები, სპორტული შენობები და ყველაფერი გაჯერებულია რეალური ემოციებით, კლასიკური ტრადიციების პატივისცემით და ხელოვნების მიმზიდველი ნიმუშებით. გადაუხვიეთ ჩვეულებრივი მარშრუტიდან და აღმოაჩინეთ უნიკალური ბათუმი“, – აღნიშნულია სტატიაში.
აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად ივნისის შუა რიცხვებში იხსნება. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი იწყება ტრადიციული სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ".