ეროვნულ უმცირესობებს სახელმწიფო ენას ინოვაციური მეთოდით შეასწავლიან

© photo: Sputnik / Stringerგაკვეთილზე
გაკვეთილზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2023
გამოწერა
პროგრამა მიმართულია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს შორის ენობრივი ბარიერის გადალახვისკენ და მათი სოციალური ინტეგრაციისკენ.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტომ წარმოადგინა ახალი, ინოვაციური პროგრამა სახელმწიფო ენის შესწავლისთვის, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში სოციალურ ქსელში.
პროგრამა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში ენობრივი ბარიერის აღმოფხვრასა და მოსახლეობის ამ ნაწილის სოციალურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. პროგრამა დაინერგება სახელმწიფო ენის სწავლების ახალი მოდელის ფარგლებში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კოორდინაციით ამოქმედდება.
განათლების მინისტრის მოადგილის გელა გელაძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ის, რომ ყველა მოქალაქეს შეეძლოს ერთნაირი განათლების მიღება, და ამ მიმართულებით ისინი აქტიურად მუშაობენ, რათა საგანმანათლებლო პროცესებში არაქართულენოვანი მოსახლეობის ჩართვა გაიზარდოს.
პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის თამარ ქიტიაშვილის თქმით, ეროვნულ უმცირესობებს ახალ მოდელს ფორმალური განათლების ყველა დაწესებულება შესთავაზებს.
საქართველოს მთავრობა:ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე მუშაობა გაგრძელდება>>
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, ეს პროგრამა მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ის ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას საზოგადოებაში, მათ აქტიურობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ცხოვრებაში.
პროფესიული უნარების კვირეული 24 აპრილს დაიწყო და 30 აპრილს დასრულდება. ღონისძიებას ათასზე მეტი სტუმარი ესწრება, მათ შორის არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბიზნეს-ორგანიზაციების და ა.შ. წარმომადგენლები.
უნარების კვირეულის მთავარი მიზანია პროფესიული განათლებით დაინტერესებული მხარეების გაერთიანება.
განათლების სისტემაში ეროვნული უმცირესობებისთვის ბილინგვური სწავლება ინერგება>>
მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით (2014 წ.), საქართველოში ცხოვრობს 26.453 რუსი, საიდანაც 13.350 თბილისში ცხოვრობს.
აზერბაიჯანელია 233.024 ადამიანი. ისინი ძირითადად ქვემო ქართლში ცხოვრობენ. რაც შეეხება სომხებს, მათი რაოდენობა საქართველოში არის 168.102. ისინი ძირითადად ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთსა (81.089) და თბილისში (53.409).
საქართველოში ასევე ცხოვრობენ უკრაინელები, ბერძნები, ქისტები, ასირიელები, იეზიდები და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0