https://sputnik-georgia.com/20230428/-------277147020.html
აჭარის ხელისუფლება სპორტსმენების მოტივაციისთვის საპრიზო ფონდს ზრდის
აჭარის ხელისუფლება სპორტსმენების მოტივაციისთვის საპრიზო ფონდს ზრდის
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე მათი მწვრთნელები აჭარის... 28.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-28T19:13+0400
2023-04-28T19:13+0400
2023-04-28T22:20+0400
საქართველო
სპორტი
საქართველოს რეგიონები
აჭარა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263235589_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_f6eef988738bf4ed60bc1bf578b5bdf9.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე მათი მწვრთნელები აჭარის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვნად გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.გავრცელებული ინფორმაციით, საპრიზო ფონდი გაორმაგდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სამმაგდება კიდეც. მაგალითად, თუ აქამდე საპრიზო თანხა იყო 400 ათასი ლარი (160 ათასი დოლარი), კორექტირების შემდეგ თანხა მილიონ ლარს გადააჭარბებს.უწყების ცნობით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.მთავრდება ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა, ძალოსნები ისარგებლებენ ახალი თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო დარბაზით. ბათუმს კიდევ ერთი სპორტული ინფრასტრუქტურა შეემატება. ასევე გამოცხადდა საჩოგბურთო კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი, რაც დადებითად აისახება სპორტსმენების მომზადების ხარისხსა და მათ წარმატებაზე.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263235589_239:247:1608:1274_1920x0_80_0_0_0dfb5781c1571f4ae690e1ba8f41f503.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საქართველოს რეგიონები, აჭარა , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, საქართველოს რეგიონები, აჭარა , ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე მათი მწვრთნელები აჭარის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვნად გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, საპრიზო ფონდი გაორმაგდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სამმაგდება კიდეც. მაგალითად, თუ აქამდე საპრიზო თანხა იყო 400 ათასი ლარი (160 ათასი დოლარი), კორექტირების შემდეგ თანხა მილიონ ლარს გადააჭარბებს.
„მინდა აღვნიშნო, რომ სპორტის სფეროში ძალიან ბევრი წარმატებები გვაქვს. ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს ლერი აბულაძეს, ლაშა გობაძეს და შოთა ფარტენაძეს ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებებს. მოტივაციის ასამაღლებლად და სპორტსმენების წახალისებისთვის გადავწყვიტეთ გავზარდოთ საპრიზო ფონდი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
უწყების ცნობით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.
მთავრდება ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა, ძალოსნები ისარგებლებენ ახალი თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო დარბაზით. ბათუმს კიდევ ერთი სპორტული ინფრასტრუქტურა შეემატება. ასევე გამოცხადდა საჩოგბურთო კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი, რაც დადებითად აისახება სპორტსმენების მომზადების ხარისხსა და მათ წარმატებაზე.