https://sputnik-georgia.com/20230427/rodis-gaimarteba-batumssi-turizmis-oskari-277121172.html
როდის გაიმართება ბათუმში „ტურიზმის ოსკარით" დაჯილდოების ცერემონია
როდის გაიმართება ბათუმში „ტურიზმის ოსკარით" დაჯილდოების ცერემონია
Sputnik საქართველო
ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, ბიზნესის და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე... 27.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-27T17:38+0400
2023-04-27T17:38+0400
2023-04-27T21:23+0400
ტურიზმი საქართველოში
აჭარა
ბათუმი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/03/271906207_0:0:3377:1901_1920x0_80_0_0_1af4314679ec2e6bc8c84b5b231e67ff.jpg
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ევროპის World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიას ბათუმი 30 სექტემბერს უმასპინძლებს, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. გასულ წელს, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა – როგორც ევროპის და შემდეგ უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ. წელს კი ტურიზმის მთავარი მოთამაშეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე ბათუმში WORLD TRAVEL AWARDS-ის ევროპის გალა ცერემონიაზე მოიყრიან თავს, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება. 2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც WORLD TRAVEL AWARDS-ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება ხორციელდება ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში. World Travel Awards-ის ყველა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ევროპის გარდა სხვა კონტინენტებზეც გაიმართება, ბათუმი ევროპელი პარტნიორის სტატუსით იქნება მოხსენიებული. პრესტიჟული დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.
აჭარა
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/03/271906207_646:0:3377:2048_1920x0_80_0_0_7494d86345559f787af649c369ca3cf5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, აჭარა , ბათუმი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ტურიზმი საქართველოში, აჭარა , ბათუმი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
როდის გაიმართება ბათუმში „ტურიზმის ოსკარით" დაჯილდოების ცერემონია
17:38 27.04.2023 (განახლებულია: 21:23 27.04.2023) ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, ბიზნესის და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ევროპის World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიას ბათუმი 30 სექტემბერს უმასპინძლებს, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
გასულ წელს, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა – როგორც ევროპის და შემდეგ უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ.
წელს კი ტურიზმის მთავარი მოთამაშეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე ბათუმში WORLD TRAVEL AWARDS-ის ევროპის გალა ცერემონიაზე მოიყრიან თავს, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება.
მსოფლიოში „ტურიზმის ოსკარის“ სახელით ცნობილი ღონისძიების ევროპის გალა ცერემონიას ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, ბიზნესის და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მასმედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.
2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც WORLD TRAVEL AWARDS-ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება ხორციელდება ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში.
World Travel Awards-ის ყველა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ევროპის გარდა სხვა კონტინენტებზეც გაიმართება, ბათუმი ევროპელი პარტნიორის სტატუსით იქნება მოხსენიებული.
პრესტიჟული დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.