https://sputnik-georgia.com/20230427/darchiashvili-saqartvelo-evrokavshirisgan-samartlian-shepasebas-elodeba-277123865.html
ილია დარჩიაშვილი: საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან შეფასებას ელოდება
ილია დარჩიაშვილი: საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან შეფასებას ელოდება
Sputnik საქართველო
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. 27.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-27T18:50+0400
2023-04-27T18:50+0400
2023-04-27T21:57+0400
საქართველო
პოლონეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276087564_0:58:1281:778_1920x0_80_0_0_d221a786e6f87929b8697758c05c8b40.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველო ელოდება, რომ ევროკავშირი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით შეაფასებს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. იმავე დღეს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.აღნიშნული განცხადება ქვეყნის პირველმა დიპლომატმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან თბილისში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა ის მოცულობითი სამუშაო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გასწია.მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება „გაამყარებს საქართველოს უპირობო კუთვნილებას ევროპისადმი და ჩვენს ქვეყანას გზას გაუხსნის ევროკავშირის წევრობისკენ“.პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ასევე გამართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასების ანგარიშს, რომლის საფუძველზეც 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო წლის ბოლოს – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნათა უმეტესი ნაწილი და მიაღწია უფრო მეტ პროგრესს, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276087564_82:0:1197:836_1920x0_80_0_0_274db2edcbc9c8a23c1b696d1deaf63d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლონეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლონეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ილია დარჩიაშვილი: საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან შეფასებას ელოდება
18:50 27.04.2023 (განახლებულია: 21:57 27.04.2023) საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველო ელოდება, რომ ევროკავშირი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით შეაფასებს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. იმავე დღეს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
„გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყნის პროგრესი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით შეფასდება და საქართველოც და ევროკავშირიც კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას იზეიმებენ", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
აღნიშნული განცხადება ქვეყნის პირველმა დიპლომატმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან თბილისში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა ის მოცულობითი სამუშაო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გასწია.
მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება „გაამყარებს საქართველოს უპირობო კუთვნილებას ევროპისადმი და ჩვენს ქვეყანას გზას გაუხსნის ევროკავშირის წევრობისკენ“.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან
შეხვედრა ასევე გამართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასების ანგარიშს, რომლის საფუძველზეც 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო წლის ბოლოს – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნათა უმეტესი ნაწილი და მიაღწია უფრო მეტ პროგრესს, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ.