ბათუმში ინდოელი სტუდენტი გაუჩინარდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
გამოწერა
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ბათუმში 22 წლის ინდოელ სტუდენტს ეძებენ, მეგობრები მასთან დაკავშირებას 22 აპრილის შემდეგ ვეღარ ახერხებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
თანაკურსელების განცხადებით, მას დეპრესიასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და დანარჩენ სტუდენტებთან ურთიერთობა უჭირდა.
ახალგაზრდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო, მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
ყველა ახალი ამბავი
0