https://sputnik-georgia.com/20230426/saqartvelos-leiboristuli-partia-amerikuli-organizaciebis-winaarmdeg-sarcels-amzadebs-277099212.html
საქართველოს ლეიბორისტული პარტია ამერიკული ორგანიზაციების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
საქართველოს ლეიბორისტული პარტია ამერიკული ორგანიზაციების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
Sputnik საქართველო
ქართველი ლეიბორისტები ამტკიცებენ, რომ 25 წელია ამერიკული ინსტიტუტები რეიტინგებისა და ეგზიტპოლების გაყალბებით პარტიას ხელს უშლიან. 26.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-26T19:50+0400
2023-04-26T19:50+0400
2023-04-26T22:27+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/08/249964922_2:0:950:533_1920x0_80_0_0_85791a3c2331ac7871928781cdd76ab9.jpg
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ორი ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებიც პერიოდულად ატარებენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს საქართველოში და ამ კვლევების შედეგებს აქვეყნებენ.ნათელაშვილმა ამერიკული ორგანიზაციები თავისი პარტიის რეიტინგების გაყალბებაში და საქართველოს ლეიბორისტული პარტიის დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. ესენია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI).IRI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც 25 აპრილს გამოქვეყნდა, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ლეიბორისტულ პარტიას გამოკითხულთა 2% მისცემდა ხმას.ლეიბორისტული პარტია IRI-ს და NDI-ს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აშშ-ის სასამართლოში აპირებს.მისი თქმით, საქართველოში წარმოდგენილი ამერიკული ინსტიტუტები ბოლო 25 წლის განმავლობაში ხელს უშლიან ლეიბორისტულ პარტიას.„იმედია, ჭეშმარიტება გაიმარჯვებს და ამერიკის სასამართლო ობიექტურად დაადგენს მტყუანს და მართალს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.საქართველოს წამყვანი ოპოზიციური პარტიები კმაყოფილი არიან IRI-ს და NDI-ს მუშაობით. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი არ ენდობიან მათ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს.ძნელად დასაჯერებელია - „ქართული ოცნება“ ამერიკული ორგანიზაციის კვლევას არ ენდობა >>გამოკითხვის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნები რომ შაბათს ტარდებოდეს, პარტია „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა რესპონდენტების 19%. მეორე სტრიქონი, ტრადიციულად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უკავია. მას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 14%-მა.გამოკითხვის შედეგებით მესამე ადგილზეა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. მას ხმას მისცემდა გამოკითხულთა 3%. ამდენივეა მზად, თავისი ხმა მისცეს ზურაბ ჯაფარიძის პარტიას „გირჩი - მეტი თავისუფლება“.რესპონდენტების ორ-ორი პროცენტი დაუჭერდა მხარს „ლეიბორისტულ პარტიას“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ხალხისთვის“, „მოქალაქეებს“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/08/249964922_120:0:831:533_1920x0_80_0_0_3c8cb7a859fb471aba13f7349ffaab2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოს ლეიბორისტული პარტია ამერიკული ორგანიზაციების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
19:50 26.04.2023 (განახლებულია: 22:27 26.04.2023) ქართველი ლეიბორისტები ამტკიცებენ, რომ 25 წელია ამერიკული ინსტიტუტები რეიტინგებისა და ეგზიტპოლების გაყალბებით პარტიას ხელს უშლიან.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ორი ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებიც პერიოდულად ატარებენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს საქართველოში და ამ კვლევების შედეგებს აქვეყნებენ.
ნათელაშვილმა ამერიკული ორგანიზაციები თავისი პარტიის რეიტინგების გაყალბებაში და საქართველოს ლეიბორისტული პარტიის დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. ესენია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI).
IRI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც 25 აპრილს გამოქვეყნდა, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ლეიბორისტულ პარტიას გამოკითხულთა 2% მისცემდა ხმას.
„რეიტინგების გაყალბება, ეგზიტპოლების გაყალბება ჩვენ მიმართ უწყვეტი პროცესია და უკვე აღარ შეიძლებოდა ამის ართქმა, მას შემდეგ, რაც გუშინ წავიკითხეთ მორიგი მარაზმი“, – განაცხადა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.
ლეიბორისტული პარტია IRI-ს და NDI-ს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აშშ-ის სასამართლოში აპირებს.
„შესაბამისად, იძულებული ვხდებით, დავიწყოთ სარჩელის მომზადება ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო რესპუბლიკური (IRI) და საერთაშორისო ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტების (NDI) აქაური წარმომადგენლების წინააღმდეგ, ამერიკის სასამართლოში შესატანად, რათა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს იმ პროცესს, რაც ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ხორციელდება", – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში წარმოდგენილი ამერიკული ინსტიტუტები ბოლო 25 წლის განმავლობაში ხელს უშლიან ლეიბორისტულ პარტიას.
„იმედია, ჭეშმარიტება გაიმარჯვებს და ამერიკის სასამართლო ობიექტურად დაადგენს მტყუანს და მართალს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
საქართველოს წამყვანი ოპოზიციური პარტიები კმაყოფილი არიან IRI-ს და NDI-ს მუშაობით. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი არ ენდობიან მათ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს.
გამოკითხვის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნები რომ შაბათს ტარდებოდეს, პარტია „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა რესპონდენტების 19%. მეორე სტრიქონი, ტრადიციულად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უკავია. მას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 14%-მა.
გამოკითხვის შედეგებით მესამე ადგილზეა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. მას ხმას მისცემდა გამოკითხულთა 3%. ამდენივეა მზად, თავისი ხმა მისცეს ზურაბ ჯაფარიძის პარტიას „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
რესპონდენტების ორ-ორი პროცენტი დაუჭერდა მხარს „ლეიბორისტულ პარტიას“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ხალხისთვის“, „მოქალაქეებს“.