ძნელად დასაჯერებელია - „ქართული ოცნება“ ამერიკული ორგანიზაციის კვლევას არ ენდობა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები რუსთაველის გამზირზე
გამვლელები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
სოციალური გამოკითხვის მიხედვით, „ქართული ოცნება“ მხოლოდ 5 პროცენტით უსწრებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და მისი მომხრეებისთვის რთული იქნება საქართველოში ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგების მიღება და დაჯერება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
გამოკითხვის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნები რომ შაბათს ტარდებოდეს, პარტია „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა რესპონდენტების 19%. მეორე სტრიქონი, ტრადიციულად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უკავია. მას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 14%-მა.

„ცხადია, არა თუ ჩვენ, პოლიტიკური გუნდის წევრებს, არამედ ნებისმიერ ჩვენს მხარდამჭერს საქართველოში ამ შედეგების დაჯერება და მიღება გაუჭირდება. გვახსოვს, რომ ეს კვლევები 7-ჯერ, 8-ჯერ დემოკრატიული არჩევნებით გადამოწმდა და გამოჩნდა, რომ ის აცდენილი იყო რეალობას“, – განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

გამოკითხვის შედეგებით, მესამე ადგილზეა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. მას ხმას მისცემდა გამოკითხულთა 3%. ამდენივეა მზად, თავისი ხმა მისცეს ზურაბ ჯაფარიძის პარტიას „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
რესპონდენტების ორ-ორი პროცენტი დაუჭერდა მხარს „ლეიბორისტულ პარტიას“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ხალხისთვის“, „მოქალაქეებს“.
„ნაცმოძრაობა“ უნდა განეიტრალდეს: რა სურთ „ქართულ ოცნებაში“>>
რესპონდენტთა მხოლოდ 1% მიიღეს პარტიებმა და საზოგადოებრივმა მოძრაობებმა „კონსერვატიული პარტია – ალტ-ინფო“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ხალხის ძალა“.
არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა გამოკითხულთა 5%, პასუხი არა აქვს 20%-ს და პასუხებზე უარი თქვა 7%-მა.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა საქართველოს 1,5 ათასი მოქალაქე. ცდომილება დაახლოებით 2,5%-ის ფარგლებშია.
ყველა ახალი ამბავი
0