პირობით მსჯავრდებულებსა და ყოფილ პატიმრებს სამუშაოთი უზრუნველყოფენ

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2023
გამოწერა
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები ქალაქ რუსთავში სხვადასხვა ღონისძიებასა და პროგრამაში შეძლებენ მონაწილეობას.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოში პირველად პრობაციონერები, განრიდების სუბიექტები და ყოფილი პატიმრები მიიღებენ შესაძლებლობას, მუნიციპალურ დონეზე ანაზღაურებად სამუშაოზე მოეწყონ, განაცხადეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში.
მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ ხელი მოაწერეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მემორანდუმის საფუძველზე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად განაწილდებიან.
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა>>
სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან.
ამას გარდა, სააგენტო თავისი ბენეფიციარებისთვის დააფინანსებს ფსიქიატრისა და ნარკოლოგის პირველად კონსულტაციას.
ყველა ახალი ამბავი
0