https://sputnik-georgia.com/20230410/ramdeni-patimaria-cixeebshi-statistika-276585709.html
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. 10.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-10T11:13+0400
2023-04-10T11:13+0400
2023-04-10T17:35+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181215_0:131:1280:852_1920x0_80_0_0_2bd97fe7807b6f7de9f94575b9d51d71.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2023 წლის 1 მარტის მონაცემებით, 9.638 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 333 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.1 მარტისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,26% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 2,7 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის. 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 82,1%-ით იყო შევსებული.2023 წლის 1 მარტისთვის განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 20%. მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 34 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 58 პირი.გომელაური: არასრულწლოვანთა დანაშაული დიდი პრობლემაა საქართველოსთვის>>>მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.2023 წლის 1 მარტისთვის განაჩენს ელოდებოდა დაახლოებით 1,9 ათასი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 11 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 10 პირი.მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 182 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.უცხოელები საქართველოს ციხეებში2023 წლის 1 მარტისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 48 ქვეყნის 642 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,7%-ს შეადგენს.როგორ იყო დაცული ადამიანის უფლებები 2022 წელს საქართველოში - სახალხო დამცველის ანგარიში>>>უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა ქართულ საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 62 ქალი იმყოფება.საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.პატიმართა სიკვდილიანობასაქართველოს ციხეებში 2023 წლის დასაწყისიდან სხვადასხვა დაავადების შედეგად ერთი პატიმარი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტონიული კრიზი და ინსულტი გახდა.პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებიციხეებში მყოფების გარდა, 22,9 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 79 არასრულწლოვანი.ასევე პირობით სასჯელს იხდის 343 უცხოელი 25 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. მათგან 30 ქალი და 4 არასრულწლოვანია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181215_171:118:1151:853_1920x0_80_0_0_daaefa252701a245fda8ef838f904c3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
11:13 10.04.2023 (განახლებულია: 17:35 10.04.2023) მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2023 წლის 1 მარტის მონაცემებით, 9.638 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 333 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
1 მარტისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,26% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 2,7 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის. 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 82,1%-ით იყო შევსებული.
2023 წლის 1 მარტისთვის განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 20%. მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 34 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 58 პირი.
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
2023 წლის 1 მარტისთვის განაჩენს ელოდებოდა დაახლოებით 1,9 ათასი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 11 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 10 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 182 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2023 წლის 1 მარტისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 48 ქვეყნის 642 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,7%-ს შეადგენს.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა ქართულ საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 62 ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
საქართველოს ციხეებში 2023 წლის დასაწყისიდან სხვადასხვა დაავადების შედეგად ერთი პატიმარი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტონიული კრიზი და ინსულტი გახდა.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 22,9 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 79 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 343 უცხოელი 25 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. მათგან 30 ქალი და 4 არასრულწლოვანია.