https://sputnik-georgia.com/20230426/maswavleblebis-portfolios-wardgenis-vada-gaxangrzilvda-ganatlebis-saministro-277104249.html
მასწავლებლებისთვის პორტფოლიოს წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - განათლების სამინისტრო
მასწავლებლებისთვის პორტფოლიოს წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - განათლების სამინისტრო
Sputnik საქართველო
პედაგოგებმა თავად უნდა შეადგინონ პორტფოლიო და ატვირთონ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე. 26.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-26T22:00+0400
2023-04-26T22:00+0400
2023-04-26T23:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663188_0:317:2992:2000_1920x0_80_0_0_2264b8c406135f0facbc96486e6598fc.jpg
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. მენტორისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მაძიებელი მასწავლებლებისთვის პორტფოლიოს წარდგენის ვადა 1 ივნისამდე გახანგრძლივდა, განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.პედაგოგის პორტფოლიო – ეს არის არა მხოლოდ ინფორმაცია პედაგოგზე, არამედ ფართო დოკუმენტაცია, რომელიც მის პროფესიულ უნარებს ადასტურებს.პორტფოლიოში შეიძლება იყოს მასალები გაკვეთილების შესახებ, სასკოლო დავალებების შესრულების ნიმუშები, მეცადინეობების გეგმა და შედეგები, ინფორმაცია კლასგარეშე მეცადინეობებზე, საკლასო სამუშაოები, ასევე მასწავლებლების მიღწევები, სწავლების მეთოდები და სხვ.თითოეულმა მასწავლებელმა თავად უნდა შეადგინოს პორტფოლიო და ატვირთოს ის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე.მინისტრის სიტყვებით, მასწავლებლების პორტფოლიო შეფასდება, როგორც გაზრდილი კვალიფიკაციის სტატუსის მიღების კომპონენტი.ამასთან, გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ მასწავლებელი საკუთარი საქმიანობის პრეზენტაციას ზეპირად წარადგენს კვალიფიციური შეფასების ჯგუფის წინაშე გასაუბრებისას.„სამინისტროს მხრიდან სრულად უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებელთა მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.სპეციალური ტრენინგებისა და ვებინარების გარდა, პედაგოგები შეძლებენ კონსულტაციის მიღებას პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ეროვნული ცენტრისგან კონკრეტულ საკითხზე ოფიციალური ელექტრონული ფოსტით, ასევე სოციალური ქსელებითა და ცხელი ხაზით.მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი საქმიანობის შეფასების ადეკვატური სისტემის შექმნა განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მასწავლებლები, რომლებიც სტატუსს იმაღლებენ, სახელფასო დანამატს იღებენ.ამილახვრის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადა გახანგრძლივდა, მასწავლებლები დანამატს 2023-2024 სასწავლო წელს მაინც მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663188_207:0:2874:2000_1920x0_80_0_0_16b12c0c111c9cb6c9f8668d323559f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
მასწავლებლებისთვის პორტფოლიოს წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - განათლების სამინისტრო
22:00 26.04.2023 (განახლებულია: 23:02 26.04.2023) პედაგოგებმა თავად უნდა შეადგინონ პორტფოლიო და ატვირთონ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. მენტორისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მაძიებელი მასწავლებლებისთვის პორტფოლიოს წარდგენის ვადა 1 ივნისამდე გახანგრძლივდა, განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
პედაგოგის პორტფოლიო – ეს არის არა მხოლოდ ინფორმაცია პედაგოგზე, არამედ ფართო დოკუმენტაცია, რომელიც მის პროფესიულ უნარებს ადასტურებს.
პორტფოლიოში შეიძლება იყოს მასალები გაკვეთილების შესახებ, სასკოლო დავალებების შესრულების ნიმუშები, მეცადინეობების გეგმა და შედეგები, ინფორმაცია კლასგარეშე მეცადინეობებზე, საკლასო სამუშაოები, ასევე მასწავლებლების მიღწევები, სწავლების მეთოდები და სხვ.
თითოეულმა მასწავლებელმა თავად უნდა შეადგინოს პორტფოლიო და ატვირთოს ის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე.
„ვინაიდან მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს პედაგოგის ინდივიდუალური, პრაქტიკული საქმიანობის ამსახველ ინსტრუმენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეალური სურათის დასანახად, და მხოლოდ გამოცდის ფორმით შეუძლებელია მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასება, სამინისტროს გადაწყვეტილებით, პორტფოლიოს წარდგენის ვადა გახანგრძლივდა 1 ივნისამდე“, – აღნიშნა ამილახვარმა.
მინისტრის სიტყვებით, მასწავლებლების პორტფოლიო შეფასდება, როგორც გაზრდილი კვალიფიკაციის სტატუსის მიღების კომპონენტი.
ამასთან, გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ მასწავლებელი საკუთარი საქმიანობის პრეზენტაციას ზეპირად წარადგენს კვალიფიციური შეფასების ჯგუფის წინაშე გასაუბრებისას.
„სამინისტროს მხრიდან სრულად უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებელთა მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.
სპეციალური ტრენინგებისა და ვებინარების გარდა, პედაგოგები შეძლებენ კონსულტაციის მიღებას პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ეროვნული ცენტრისგან კონკრეტულ საკითხზე ოფიციალური ელექტრონული ფოსტით, ასევე სოციალური ქსელებითა და ცხელი ხაზით.
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი საქმიანობის შეფასების ადეკვატური სისტემის შექმნა განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მასწავლებლები, რომლებიც სტატუსს იმაღლებენ, სახელფასო დანამატს იღებენ.
ამილახვრის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადა გახანგრძლივდა, მასწავლებლები დანამატს 2023-2024 სასწავლო წელს მაინც მიიღებენ.