მამარდაშვილის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება - მასმედია

© courtesy of Giorgi Mamardashviliგიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2023
გამოწერა
ქართველი მეკარის ტრანსფერი დაახლოებით 45 მლნ ფუნტ სტერლინგად ფასდება.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ დავიდ დე ხეას შემცვლელად ახალ მეკარეს ეძებს და ამისთვის სამი კანდიდატი, მათ შორის, „ვალენსიის“ ქართველი მეკარე, 22 წლის გიორგი მამარდაშვილი შეარჩია, იუწყება ბრიტანული გამოცემა GiveMeSport.
სპორტულ მედიასაშუალებებში აპრილის დასაწყისში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გიორგი მამარდაშვილის აგენტი ლევან სეთურიძე ლონდონში იმყოფებოდა და მის გადასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავდა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულში დავიდ დე ხეას სამი შერჩეული კანდიდატიდან ერთ-ერთით ჩაანაცვლებს. ეს კანდიდატები არიან დიეგო კოსტა („პორტუ“), დავიდ რაია („ბრენტფორდი“) და გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“).
ესპანელმა მეკარე დავიდ დე ხეამ უარი თქვა ხელფასის შემცირებაზე, რაც ერიკ ტენ ჰაგისთვის „ბოლო წვეთი“ აღმოჩნდა.
გამოცემის ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ მამარდაშვილის ტრანსფერი მეკარის საბაზრო ღირებულებაზე დაბალი იყოს.
გიორგი მამარდაშვილი შეიძლება ესპანეთიდან ინგლისში გადავიდეს>>
„რადგანაც „ვალენსია“ ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და გავარდნის საფრთხის წინაშე დგას, მამარდაშვილი შეიძლება რეალურ ღირებულებაზე ნაკლებად იყიდონ. ქართველი გოლკიპერის ტრანსფერი დაახლოებით 46 მილიონ ფუნტ სტერლინგად ფასდება“, – აღნიშნულია სტატიაში.
ამას გარდა, არის ინფორმაცია, რომ მამარდაშვილის ყიდვა უნდათ ლონდონელებსაც – „ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“.
მამარდაშვილი ესპანურ გუნდს იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში შეუერთდა. მან შთაბეჭდილება მოახდინა კლუბის მწვრთნელ ხოსე ბორდალასზე. ეს დაეხმარა მას, რომ კლუბის ძირითად შემადგენლობაში ეპოვა ადგილი. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ ქართველი ლეგიონერის კონტრაქტი გამოისყიდა.
ყველა ახალი ამბავი
0