https://sputnik-georgia.com/20230406/mamardasvili-seizleba-espanetidan-inglissi-gadavides-276479330.html
გიორგი მამარდაშვილი შეიძლება ესპანეთიდან ინგლისში გადავიდეს
გიორგი მამარდაშვილი შეიძლება ესპანეთიდან ინგლისში გადავიდეს
Sputnik საქართველო
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი მამარდაშვილის აგენტი მის ლონდონში ტრანსფერზე მუშაობს. 06.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-06T13:12+0400
2023-04-06T13:12+0400
2023-04-06T22:34+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1c/258874798_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_02e260277f3e4029e4d1f2c9f3fbd188.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სატრანსფერო ბაზრის სიახლეებში ყველაზე კარგად გარკვეული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის“ ახალგაზრდა მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში შეიძლება ინგლისის პრემიერ-ლიგაში გადავიდეს.ყველაზე მეტ ინტერესს მამარდაშვილის მიმართ „ლესტერი“ ამჟღავნებს, რომელიც სეზონის შედეგებით, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ-ლიგიდან გავარდეს.მამარდაშვილი ესპანურ გუნდს იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში შეუერთდა. მან შთაბეჭდილება მოახდინა კლუბის მწვრთნელ ხოსე ბორდალასზე. ეს დაეხმარა მას, რომ კლუბის ძირითად შემადგენლობაში ეპოვა ადგილი. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ ქართველი ლეგიონერის კონტრაქტი გამოისყიდა.„ტრანსფერმარკტის“ ინფორმაციით, 22 წლის ქართველი მეკარის ღირებულება ერთ წელიწადში 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1c/258874798_341:263:2721:2048_1920x0_80_0_0_2243f523edb39ab8d4954a4c31481799.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
გიორგი მამარდაშვილი შეიძლება ესპანეთიდან ინგლისში გადავიდეს
13:12 06.04.2023 (განახლებულია: 22:34 06.04.2023) გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი მამარდაშვილის აგენტი მის ლონდონში ტრანსფერზე მუშაობს.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სატრანსფერო ბაზრის სიახლეებში ყველაზე კარგად გარკვეული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის“ ახალგაზრდა მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში შეიძლება ინგლისის პრემიერ-ლიგაში გადავიდეს.
ყველაზე მეტ ინტერესს მამარდაშვილის მიმართ „ლესტერი“ ამჟღავნებს, რომელიც სეზონის შედეგებით, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ-ლიგიდან გავარდეს.
„გასაგებია, რომ „ლესტერი“ ფავორიტია მამარდაშვილის ტრანსფერისთვის ბრძოლაში, მათი მხრიდან დიდი ინტერესია ქართველი მეკარისადმი. მისი აგენტი ლევან სეთურიძე გუშინ „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ მატჩს დაესწრო „სტემფორდ ბრიჯზე“. ის საზაფხულო ტრანსფერზე მუშაობს ლონდონში“, – დაწერა რომანომ.
მამარდაშვილი ესპანურ გუნდს იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში შეუერთდა. მან შთაბეჭდილება მოახდინა კლუბის მწვრთნელ ხოსე ბორდალასზე. ეს დაეხმარა მას, რომ კლუბის ძირითად შემადგენლობაში ეპოვა ადგილი. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ ქართველი ლეგიონერის კონტრაქტი გამოისყიდა.
„ტრანსფერმარკტის“ ინფორმაციით, 22 წლის ქართველი მეკარის ღირებულება ერთ წელიწადში 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა.