https://sputnik-georgia.com/20230426/lavrovi-israelis-delegacia-usisroebis-sabwos-sxdoma-277074384.html
ლავროვმა ისრაელის დელეგაციის პროტესტზე კომენტარი გააკეთა
ლავროვმა ისრაელის დელეგაციის პროტესტზე კომენტარი გააკეთა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 აპრილი − Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და პალესტინის საკითხს მიეძღვნა და წინასწარ იყო... 26.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-26T11:00+0400
2023-04-26T11:00+0400
2023-07-20T15:51+0400
ისრაელი
რუსეთი
გაეროს უშიშროების საბჭო
ახალი ამბები
პოლიტიკა
პალესტინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277028705_0:0:3137:1765_1920x0_80_0_0_3daf137a2027d921fd1d4c7ce9978da5.jpg
თბილისი, 26 აპრილი − Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და პალესტინის საკითხს მიეძღვნა და წინასწარ იყო შეთანხმებული, არ ატარებდა ისრაელის საწინააღმდეგო ხასიათს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.ასეთი კომენტარი გააკეთა მან ისრაელის დელეგაციის პროტესტზე, რომელმაც სამშაბათს უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვა.მისი თქმით, უშიშროების საბჭოს გრაფიკი წინასწარ შეთანხმდა და მონაწილეთაგან არავინ ყოფილა წინააღმდეგი, რომ ახლო აღმოსავლეთისა და პალესტინის პრობლემებზე სამშაბათს ემსჯელათ.როგორც გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა განაცხადა, 25 აპრილი ისრაელისთვის გლოვის დღეა, რა დროსაც ომებისა და ტერორის მსხვერპლ ისრაელელ მეომრებს მიაგებენ პატივს, ხოლო მის თხოვნას, გადაეტანათ სხდომა რომელიმე სხვა დღეს, არანაირი რეგირება არ მოჰყოლია.უშიშროების საბჭოს სამშაბათის სხდომას სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობდა, ვინაიდან მიმდინარე თვეში სწორედ რუსეთია საბჭოს თავმჯდომარე. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთმა საკვანძო როლი უნდა შეასრულოს რეგიონში სამშვიდობო დარეგულირებაში. გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა ტომას-გრინფილმა ამაზე პასუხად განაცხადა, რომ სამშვიდო პროცესი რუსეთის გარეშეცაა შესაძლებელი.
ისრაელი
პალესტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277028705_406:0:3137:2048_1920x0_80_0_0_625f9db639862f4dd36b1928ed4c476f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ისრაელი , რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭო, ახალი ამბები, პოლიტიკა, პალესტინა, მსოფლიოს ახალი ამბები
ისრაელი , რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭო, ახალი ამბები, პოლიტიკა, პალესტინა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 26 აპრილი − Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და პალესტინის საკითხს მიეძღვნა და წინასწარ იყო შეთანხმებული, არ ატარებდა ისრაელის საწინააღმდეგო ხასიათს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ასეთი კომენტარი გააკეთა მან ისრაელის დელეგაციის პროტესტზე, რომელმაც სამშაბათს უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვა.
„ისრაელის წარმომადგენელმა თქვა, რომ ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ანტიისრაელურ ქმედებაში ასეთ დღეს. ეს არ იყო ისრაელის საწინააღმდეგო ქმედება. შეხვედრა უშიშროების საბჭოს დღის წესრიგის პუნქტის საფუძველზე გაიმართა, რომელიც ამ დღის წესრიგში ათწლეულებია არის. ხოლო პალესტინის საკითხი ყველაზე მოძველებული თემაა, რომელსაც აბსოლუტურად არავინ და არანაირად არ წყვეტს“, — განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, უშიშროების საბჭოს გრაფიკი წინასწარ შეთანხმდა და მონაწილეთაგან არავინ ყოფილა წინააღმდეგი, რომ ახლო აღმოსავლეთისა და პალესტინის პრობლემებზე სამშაბათს ემსჯელათ.
როგორც გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა განაცხადა, 25 აპრილი ისრაელისთვის გლოვის დღეა, რა დროსაც ომებისა და ტერორის მსხვერპლ ისრაელელ მეომრებს მიაგებენ პატივს, ხოლო მის თხოვნას, გადაეტანათ სხდომა რომელიმე სხვა დღეს, არანაირი რეგირება არ მოჰყოლია.
„სანამ ისრაელი გლოვობს, უშიშროების საბჭო უსმენს უხეშ ცრუ ბრალდებებს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, რომელშიც ისრაელი რეგიონში არსებული ყველა პრობლემის მიზეზადაა წარმოდგენილი. ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს კონფლიქტი ჯერ არ მოგვარებულა, არის ის, რომ პალესტინელები უარს ამბობენ ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლებაზე“, — განაცხადა ერდანმა, რის შემდეგაც ისრაელის დელეგაციამ დარბაზი დატოვა.
უშიშროების საბჭოს სამშაბათის სხდომას სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობდა, ვინაიდან მიმდინარე თვეში სწორედ რუსეთია საბჭოს თავმჯდომარე. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთმა საკვანძო როლი უნდა შეასრულოს რეგიონში სამშვიდობო დარეგულირებაში. გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა ტომას-გრინფილმა ამაზე პასუხად განაცხადა, რომ სამშვიდო პროცესი რუსეთის გარეშეცაა შესაძლებელი.