ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სტადიონები და აკადემიები გადასცა

© photo: Sputnik / Stringerრაგბის სტადიონი რუსთავში
რაგბის სტადიონი რუსთავში - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2023
გამოწერა
სტადიონების სტატუსი არ შეიცვლება და კლუბები ივარჯიშებენ ჩვეულ რეჟიმში, განაცხადეს რაგბის კავშირში.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა „ქართუმ" 200 მილიონი ლარის ღირებულების სარაგბო ინფრასტრუქტურა რაგბის კავშირს საკუთრებაში გადასცა.
2011-2018 წლებში ბიძინა ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით საქართველოში 28 სარაგბო სტადიონი, 2 სარაგბო აკადემია და 5 სარაგბო სასტუმრო მოეწყო, რომელთა გამართულ მუშაობას ფინანსურად ასევე ფონდი „ქართუ" უზრუნველყოფს.
რაგბის კავშირში განაცხადეს, რომ სტადიონების სტატუსი არ შეიცვლება და კლუბები ივარჯიშებენ ჩვეულ რეჟიმში.
რა ქონება გადასცა ბიძინა ივანიშვილმა ფონდ „ქართუს“ >>
2014 წელს მსოფლიო რაგბის საბჭომ (IRB) ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.
2021 წლის იანვარში ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა და თავისი ქონების დიდი ნაწილი თავის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა.
ყველა ახალი ამბავი
0