რა ქონება გადასცა ბიძინა ივანიშვილმა ფონდ „ქართუს“

© Sputnik / Vladimir Umikashviliდენდროლოგიური პარკი
დენდროლოგიური პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა ფინანსურ რესურსს იტოვებს ივანიშვილი და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის – ქართველმა მილიარდერმა ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ვიდრე პოლიტიკიდან წავიდოდა, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მისი ქონების ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა.

ამის შესახებ მმართველი პარტიის ყოფილმა ლიდერმა გამოცემა Entrepreneur-თან ისაუბრა. მისი განცხადებით, 1,5 მლრდ დოლარი, რომლითაც იგი აფასებს აღნიშნულ ქონებას, მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. 

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ ივანიშვილის გარეშე – პოლიტიკოსების პირველი რეაქციები

„ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდ-ნახევრის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელის შემშლელიც კი ყოფილიყო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქართველმა მილიარდერმა ამ დროისათვის არსებული კაპიტალის ოდენობა არ დაასახელა და აღნიშნა, რომ უკვე მრავალი წელია არ თანამშრომლობს გამოცემებთან „ფორბსთან“ და „ბლუმბერგთან“ და მან არ იცის, თუ რა კრიტერიუმებით აფასებენ ისინი მის ქონებას.

აღნიშნული მოწინავე ეკონომიკური გამოცემების მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 5-დან 7 მლრდ დოლარამდე მერყეობს. ამასთან, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში მისი ქონება გაცილებით ნაკლებია.

„მისია შესრულებულია“: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის>>>

როგორც ქართული მასმედია იუწყება, ივანიშვილმა ფონდ „ქართუს“ ათობით კომერციული და ტურისტული ობიექტი, ოფისი და მიწის ნაკვეთი გადასცა. აქტივების ჩამონათვალში მოხვდა სოლოლაკში მდებარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრი და ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე Cartu Bank-ის შენობა. ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში რჩება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში მდებარე სახლი და რეზიდენცია შეკვეთილში.

ქონების ნაწილი ფონდის ბალანსზე ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გავლით გადავიდა, ნაწილი კი პირდაპირი წესით. ახლა ფონდ „ქართუს“ ბალანსზეა ისეთი შენობები, როგორიცაა Tbilisi Residence, თბილისში არსებული “ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია, სასტუმრო „პარაგრაფი“, Cartu Group-ის სათავო ოფისი და სხვა აქტივები.

ყველა ახალი ამბავი
0