https://sputnik-georgia.com/20230425/ufaso-sasadiloebi-saqartvelos-skolebsi-miti-tu-realoba-277036348.html
უფასო სასადილოები საქართველოს სკოლებში: მითი თუ რეალობა
უფასო სასადილოები საქართველოს სკოლებში: მითი თუ რეალობა
Sputnik საქართველო
სკოლების მშენებლობა-აღდგენის პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტია შესაბამისი სასადილო ინფრასტრუქტურის მოწყობა, განაცხადა მინისტრმა. 25.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-25T10:20+0400
2023-04-25T10:20+0400
2023-04-25T17:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/14/275937917_0:71:2048:1223_1920x0_80_0_0_44eb3ba2f1a9a93d5c1cf59c4775554c.jpg
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს შეიმუშავოს სისტემა, რომელიც სკოლებში მოსწავლეებს კვებით უზრუნველყოფს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა.ასე გამოეხმაურა მინისტრი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევას, რომლის თანახმად, საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა 38% სრულ შიმშილს განიცდის, ხოლო 77% – ნაწილობრივს.ამილახვარის განცხადებით, 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაპროექტებული 2-3 წლის განმავლობაში და ამას კიდევ დაემატება 400 სკოლა. ამ სკოლების მშენებლობა-აღდგენის პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტია შესაბამისი სასადილო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა ბავშვები ხარისხიანი, უსაფრთხო კვებით უზრუნველყონ.ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხთან დაკავშირებით განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს.ფრაქციის წევრმა ანი წითლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას მზად აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო ანგარიში, რომელიც UNDP-სთან ერთად მომზადდა და მას განათლების სამინისტროს და პარლამენტში შესაბამის კომიტეტს წარუდგენს.დეპუტატის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს სკოლებში ე.წ. ლანჩბოქსების დანერგვას, რაც თითო ბავშვზე სახელმწიფოს 2,5 ლარი დაუჯდება. როგორც წითლიძემ აღნიშნა, ჯამში პროგრამის განსახორციელებლად საჭიროა 217 მილიონი ლარი. თუმცა მან აქვე მიუთითა, რომ შესაძლებელია ის განხორციელდეს ორ ეტაპად და პირველ ეტაპზე მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეები (I-VI) მოიცვას, რაც ბიუჯეტს 117 მილიონი ლარი დაუჯდება.მარტის ბოლოს ოპოზიციურმა პარტიამ „ხალხისთვის“ საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვის მიზნით თბილისის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება დააანონსა.პარტიის ლიდერმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო უკვე დიდი ხანია საუბრობს სკოლებში კვების პროგრამის დანერგვაზე, მაგრამ დღეს სკოლებში ფუნქციონირებს ბუფეტები, სადაც ძირითადად იყიდება ფუნთუშეული, წვენები და გაზიანი სასმელები.პარტია გეგმავს შეაგროვოს იმ რაოდენობის ხელმოწერები, რაც თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთი პროცენტის ტოლი იქნება, რათა შესაბამისი პროექტი საკრებულოს წარუდგინოს.პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც თბილისში 50 ათასი ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.მანამდე განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად ამუშავებს სასკოლო კვების კონცეფციას. თუმცა არ დაკონკრეტებულა, იქნება თუ არა ახალი პროგრამა უფასო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/14/275937917_0:0:2009:1507_1920x0_80_0_0_a8af7ed998791479313aac4935b4edae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
უფასო სასადილოები საქართველოს სკოლებში: მითი თუ რეალობა
10:20 25.04.2023 (განახლებულია: 17:13 25.04.2023) სკოლების მშენებლობა-აღდგენის პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტია შესაბამისი სასადილო ინფრასტრუქტურის მოწყობა, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს შეიმუშავოს სისტემა, რომელიც სკოლებში მოსწავლეებს კვებით უზრუნველყოფს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა.
ასე გამოეხმაურა მინისტრი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევას, რომლის თანახმად, საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა 38% სრულ შიმშილს განიცდის, ხოლო 77% – ნაწილობრივს.
ამილახვარის განცხადებით, 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაპროექტებული 2-3 წლის განმავლობაში და ამას კიდევ დაემატება 400 სკოლა. ამ სკოლების მშენებლობა-აღდგენის პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტია შესაბამისი სასადილო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა ბავშვები ხარისხიანი, უსაფრთხო კვებით უზრუნველყონ.
„პარალელურად სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებაზე და კვლევაზე, იმ მიდგომებზე და მეთოდოლოგიაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს“, – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხთან დაკავშირებით განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს.
ფრაქციის წევრმა ანი წითლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას მზად აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო ანგარიში, რომელიც UNDP-სთან ერთად მომზადდა და მას განათლების სამინისტროს და პარლამენტში შესაბამის კომიტეტს წარუდგენს.
„წლებია განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობს, თუმცა არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გვინახავს. გარდა იმისა, რომ კითხვები გვექნება, თუ რას აკეთებენ ამ მიმართულებით, ჩვენ ასევე წარვუდგენთ და გადავცემთ მას ამ ანგარიშს, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს უფასო კვების დანერგვა საჯარო სკოლებში“, – განაცხადა წითლიძემ.
დეპუტატის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს სკოლებში ე.წ. ლანჩბოქსების დანერგვას, რაც თითო ბავშვზე სახელმწიფოს 2,5 ლარი დაუჯდება. როგორც წითლიძემ აღნიშნა, ჯამში პროგრამის განსახორციელებლად საჭიროა 217 მილიონი ლარი. თუმცა მან აქვე მიუთითა, რომ შესაძლებელია ის განხორციელდეს ორ ეტაპად და პირველ ეტაპზე მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეები (I-VI) მოიცვას, რაც ბიუჯეტს 117 მილიონი ლარი დაუჯდება.
„კვლევების ფონზე, როცა სკოლებში ბავშვების 38 პროცენტი სრულ შიმშილს, ხოლო 77 პროცენტი ნაწილობრივ შიმშილს განიცდის, არ შეიძლება სახელმწიფოს ჰქონდეს უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ვიდრე არის ბავშვთა უფასო კვება სკოლებში“, – განაცხადა წითლიძემ.
მარტის ბოლოს ოპოზიციურმა პარტიამ „ხალხისთვის“ საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვის მიზნით თბილისის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება დააანონსა.
პარტიის ლიდერმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო უკვე დიდი ხანია საუბრობს სკოლებში კვების პროგრამის დანერგვაზე, მაგრამ დღეს სკოლებში ფუნქციონირებს ბუფეტები, სადაც ძირითადად იყიდება ფუნთუშეული, წვენები და გაზიანი სასმელები.
პარტია გეგმავს შეაგროვოს იმ რაოდენობის ხელმოწერები, რაც თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთი პროცენტის ტოლი იქნება, რათა შესაბამისი პროექტი საკრებულოს წარუდგინოს.
პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც თბილისში 50 ათასი ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
მანამდე განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად ამუშავებს სასკოლო კვების კონცეფციას. თუმცა არ დაკონკრეტებულა, იქნება თუ არა ახალი პროგრამა უფასო.